From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Elza Jgerenaia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d3085d273ee841e88ba3026ab58665f0-Elza Jg>
Subject : Re: შრომა -სამთავრობო პროგრამა
Received On : 14.06.2018 08:22

კი ნირმალურია. მაია ნიკოლეიშვილს გუგზავნე. გააერთიანებს კომენტარებს და გაუგზავნის ადმიმისტრაციას.

Sent from my iPhone

On Jun 14, 2018, at 12:20 PM, Elza Jgerenaia <ejgerenaia@moh.gov.ge> wrote:

1.1         დასაქმება

ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ორიენტირი შრომის ბაზარზე  მოსახლეობის კონკურენტუნარიანობის ამაღლება და  დასაქმების ხელშეწყობაა სახელწმიფო დასაქმების სერვისების გაძლიერებისა და გაუმჯობესების გზით.

უმუშევრობის მაღალი დონე ინკლუზიური განვითარების მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსი და დასაქმების სტრუქტურა, თავის მხრივ, აერთიანებს მრავალ პრობლემას, რომელთა დაძლევაც ეკონომიკური განვითარების მიზნებიდან გამომდინარე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ბიზნესისთვის კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. ერთი მხრივ, არსებობს მოთხოვნა კერძო სექტორის მხრიდან, თუმცა, ეს მოთხოვნა ვერ კმაყოფილდება იმ სამუშაო ძალით, რომელიც შრომის ბაზარზეა წარმოდგენილი.

შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოსაფხვრელად და დასაქმების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლის გასაუმჯობესებლად, მთავრობის 4–პუნქტიანი გეგმის შესაბამისად, გატარდება განათლების რეფორმა, რომლის საფუძველზეც მოხდება ადამიანური კაპიტალის განვითარება და მოქალაქეთა შესაძლებლობების სრულად რეალიზაციის ხელშეწყობა. ამასთან, ხელი შეეწყობა დასაქმებას, პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, რათა გაიზარდოს  სამუშაო ძალის  კონკურენტუნარიანობა და შრომის ბაზრისათვის  მზაობის ხარისხი.

გაგრძელდება შრომის ბაზრის მოთხოვნების რეგულარული შესწავლა და უზრუნველყოფილი იქნება მჭიდრო კოორდინაცია სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა შორის, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოქნილობის ზრდას. სახელმწიფო ინფორმაციულ დახმარებას გაუწევს სამუშაოს მაძიებლებს პროფესიის არჩევის, კარიერის დაგეგმვის, მომზადებისა და გადამზადების კუთხით, რაც სამუშაო ძალის  პროდუქტიულობის ხარისხს და კვალიფიკაციას აამაღლებს. პროფესიული გადამზადების პროცესში სახელმწიფო  აქტიურად შეუწყობს ხელს პოტენციური დამსაქმებლების ჩართულობას  სამუშაოს მაძიებლების  პრაქტიკული უნარების გაუმჯობესებას სამუშაო ადგილზე ტრენინგების გზით.

უმაღლესი და პროფესიული განათლება დაეფუძნება არა ასიმეტრიულ მოთხოვნას, რომელიც რამდენიმე დომინირებული პროფესიით შემოიფარგლება, არამედ რეალურ საჭიროებებს, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. შესაბამისად, უზრუნველყოფილი იქნება შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრა. ამასთან, გათვალისწინებული იქნება ქვეყნის სოციალურ-კულტურული თუ სახელმწიფოებრივი განვითარებისთვის აუცილებელი სხვა მიმართულებების სპეციფიკა და საჭიროებები.