From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : keti margalitadze <ketevanmargalitadze@gmail.com>
Subject : Re: მიმღები ოჯახების ტრენინგი
Cc : ezurebiani@ssa.gov.ge; eter tskhakaia <etskhakaia@ssa.gov.ge>; Nato Chapidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=9c61f3e155664ce5913a4263eb7d21d1-Nato Ch>; Valerian Gazdeliani <VGazdeliani@ssa.gov.ge>; Maya Mgeliashvili <maya_mgeliashvili@wvi.org>; Irina Grdzelidze <Irina_Grdzelidze@wvi.org>; lgogodze@ssa.gov.ge; mmaghlapheridze@moh.gov.ge; Tea Gvaramadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=3ef53c907e8448efb640e206f5edffed-Tea Gva>
Received On : 28.11.2019 08:35

მოგესაებით მეგობრებო,

ქეთი, მადლობა ინფორმაციისთვის. მინდა ავღნიშნო რომ ჩვენთვის მოცემულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია მიმღები ოჯახების გადამზადება, ვგულისხმობ ახალ რეგისტრირებულ მიმღებ ოჯახებს, რომელთაც ჯერ ტრეინინგები არ გაუვლიათ, შესაბამისად ვერ შეგვყავს ბავშვები. სასურველია ტრეინინგისთვის იყოს ფამოყენწვული არსებული ტრენინგ კურიკულუმი, რომ ავიცილოთ თავიდან ახალი კურიკულუმის დამტკიცების პროცედურები. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა არსებულ და უკვე მოქმედ მიმღებ ოჯახებსაც ჭირდება გადამზადება. გთხოვთ გაითვალისწინეთ შეძლებისდაგვარად.

დიდი მადლობა,
თამუნა 

პ.ს. მერი მაღლაფერიძე და თეა გვარამაძე ჩასვით ამ თემაზე კომუნიკაციაში.

Sent from my iPhone

On Nov 27, 2019, at 6:55 PM, keti margalitadze <ketevanmargalitadze@gmail.com> wrote:

მოგესალმებით,

გაცნობებთ, რომ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი „ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემების გაძლიერების ხელშეწყობის“ პროექტის  ერთ-ერთი მიმართულებაა მიმღები ოჯახებისთვის განთავსების შემდგომი მხარდაჭერის ტრენინგების ჩატარება ქვეყნის მასშტაბით. აღნიშნული აქტივობა გულისხმობს რეგისტრირებული  მინდობით აღმზრდელების ცოდნისა და უნარების გაძლიერებას  აღნიშნული ალტერნატიული  მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სამდღიანი მხარდამჭერი ტრენინგების ჩატარება მინდობით აღმზრდელებისათვის.  ტრენინგებს ჩაატარებენ World Vision საქართველოს  მიერ დაკონტრაქტებული  შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ტრენერები. საერთო ჯამში, პროექტი გეგმავს გადაამზადოს 500 მიმღები ოჯახი  საქართველოს ყველა რეგიონში. 

გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია ზემოთაღნიშნული ტრენინგების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ ან გამიზიაროთ თქვენი შემოთავაზება თუ სხვა ტიპის ტრენინგები მიგაჩნიათ პრიორიტეტულად.

ასევე, მოგმართავთ თხოვნით, მომწეროთ სამდღიანი ტრენინგისთვის შემუშავებული მოდული საჭიროებს თუ არა სამინისტროს მხრიდან დამტკიცებას. საჭიროების შემთხვევაში   რა პროცედურა უნდა გაიაროს.


პატივისცემით

ქეთი მარგალიტაძე
--
--