From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Natia Glonti <nglonti@gov.ge>
Subject : Re: ინფორმაცია
Cc : Beka Peradze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=01ea443dcce14da189df618b503a19aa-Beka Pe>; Elza Jgerenaia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d3085d273ee841e88ba3026ab58665f0-Elza Jg>
Received On : 21.07.2018 07:10

ქ-ნო ნათია მოგესალმებით, ჩვენი მოსაზრება იხილეთ ქვემოთ.


საპენსიო ასაკის შეცვლა ნებისმიერი პროფესიული ჯგუფისათვის ცდება ჩვენს კომპეტენციას; ამავდროულად მიგვაჩნია, რომ სახიფათოა "ჯაჭვური რეაქციის" რისკის გამო.  

 


 ჩვენი აზრით მეშახტეებისთვის უნდა იყოს უზრუვველყოფილი უსაფრთხო სამუშაო პირობები და მაქსიმუმ (როგორც პედაგოგებშია) , ინიცირება გავაკეთოთ სხვა პროფესიებზე ხანგრძლივ (მაგ 48 სამუშაო დღიან) შვებულებაზე.

აგრეთვე მათ უნდა ქონდეთ უფრო მაღალი ხელფასი (და არა გადასახადების გაუქმება) და კარგი მოცვის სადაზღვევო პაკეტი რეაბილიტაციის და გეგმიური სტაციონარული თერაპიის ჩათვლით.


Sent from my iPhone

On Jul 20, 2018, at 12:44 PM, Natia Glonti <nglonti@gov.ge> wrote:

გიგზავნით ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის მიერ მოწოდებულ ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს:

 

ჩვენი მოსაზრებით არსებული მოთხოვნების 1 და მე-3  პუნქტები ეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

 

მე-5 პუნქტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 

მე-6 და მე -7 პუნქტები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს.

 

მე-8 და მე - 11 პუნქტები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

 

მე-10 პუნქტი - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.

 

თუ თქვენი მოსაზრებით აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სხვა უწყებების კომპეტენცია გთხოვთ გვაცნობოთ.

 

 

აგრეთვე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები და მოსაზრებები.

 

 

 

პატივისცემით,

ნათია ღლონტი

<საინიციატივო ჯგუფის წინადადებები.pdf>