From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : shota jamburidze <shjamburidze@moh.gov.ge>
Subject : Re: ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელ-ჯანდაცვის ვორქშოფთან დაკავშირებით
Received On : 28.02.2018 10:20

თანახმა ვარ 

Sent from my iPhone

On Feb 28, 2018, at 2:03 PM, shota jamburidze <shjamburidze@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით,

როგორც მოგეხსენებათ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებსი შექმნილი ელ-ჯანდაცვის ნეთვორქის თავჯდომარე ჩვენი სამინისტროა (ამ ეტაპზე მე მაქვს ეს ფუნქცია). აღნიშნული ნეთვორქის ფარგლებში უკვე 2 ვორქშოფი ჩავატარეთ თბილისში. უკვე მიმდინარეობს მესამე ვორქშოფის დაგეგმვის სამუშაოები, რომლის დროსაც ბელარუსიამ შესთავაზა ვორქშოფის მინსკში ჩატარება, და დაჰპირდა ყველაფრით უზრუნველყოფას, თუმცა ბოლო მომენტში ყველაფრით უზრუნველყოფა ვერ შეძლო. ეს მომენტი გამოვიყენე და ისევ საქართველოში, ამჯერად ბათუმში შევთავაზე ვორქშოფის ჩატარება. ვორქშოფის ჩატარებისათვის ჩვენი მხრიდან საჭირო იქნება მხოლოდ welcome dinner-ის უზრუნველყოფა, როგორც გასულ წელს ხდებოდა. ეს ხარჯები შეადგენს დაახლოებით 2000 ლარს.

ვორქშოფის საქართველოში ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან უახლოეს მომავალში გაჩნდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საერთო საზღვრებშორისი ჯანდაცვის ცენტრის ჩამოყალიბების აუცილებლობა, და ეს პუნქტი ექსპერტებმა უკვე შეიტანეს სამოქმედო გეგმაში. ამ ცენტრის ჩამოყალიბება კი იქ მოხდება, რომელი ქვეყანაც მეტად იაქტიურებს, და მეტად გამოხატავს ინტერესს. შესაბამისად ჩვენი ატიურობა და ინიციატივა ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონული ცენტრის საქართველოში დაარსება, ხელს შეუწყობს ჩვენი ელ-ჯანდაცვის მიმართულების სწრაფად განვითარებას და ევროკავშირის სტანდარტების დანერგვას. ხოლო ელ-ჯანდაცვის რეგიონული ცენტირის საქართველოში დაარსება, თავისთავად კიდევ ერთი ევროპული სტრუქტურის შემოსვლას და დამატებით სამუშაო ადგილებს მიშნავს.  

 

თუ შეიძლება შეძლებისდაგვარად სწრაფად მაცნობეთ თუ თანახმა ხართ ვორქშოფის ბათუმში ჩატარებაზე ივლისის დასაწყისში.

 

შოთა

 

 

 

From: shota jamburidze [mailto:shjamburidze@moh.gov.ge]
Sent: Friday, February 09, 2018 12:09 PM
To: 'Tamuna Barkalaia' (tbarkalaia@moh.gov.ge)
Subject:
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელ-ჯანდაცვის ვორქშოფთან დაკავშირებით

 

მოგესალმებით ქალბატონო თამარ,

 

ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ელ-ჯანდაცვის ვორქშოფის გამართვის ადგილთან დაკავშირებით უნდა მომეწოდებინა თქვენთვის ინფორმაცია, და როდესაც რამოდენიმე წუთ თავისუფალ დროს გამონახავთ, ჩამოვალ თუშეიძლება .

 

პატივისცემით,

შოთა

598-33-11-75

შიდა: 16-24