From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Vano Goliadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=bd4e7a8c428846f48850ab56712f310f-Vano Go>
Subject : Re: დააყენეთ VPN და იმუშავეთ სახლიდან
Received On : 04.04.2020 04:50

ვანო სალამი. 

რატომღაც ვერ შევდივარ სახლიდან დესში. ყველა ნაბიჯს მივყევი და username და password რომ ვწერ არასწორიაო მიწერს. Outlookზეც იგივეს მიწერს. არადა აშკარად სწორ პაროლს ვწერ... რა ვქნა?

Sent from my iPhone

On Mar 20, 2020, at 15:30, Vano Goliadze wrote:



ძვირფასო კოლეგებო,

თანამშრომლებზე, ვისზედაც IT დეპარტამენტმა მიიღო დისტანციურად მუშაობის მოთხოვნა, გაიხსნა ე.წ. VPN წვდომა.

გიგზავნით ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ მარტივად და დამოუკიდებლად დააყენოთ VPN თქვენს კომპიუტერში.

ესაა საშუალება, რომელიც უზრუველყოფს „სახლიდან“ სამინისტროს ელექტრონულ რესურსებთან  (მათ შორის „დეს“-თან) წვდომას.

მათ, ვისაც ინსტალაციის პროცესი არ სჭირდებათ (რადგან ის უკვე განხორციელდა IT სამსახურის დახმარებით), ანუ უკვე გაქვთ  VPN და იცით მასში შესვლა მომხმარებლის სახელით და პაროლით, გამოტოვეთ ინსტალაციის პროცესის აღწერა და შეასრულეთ ინსტრუქცია სურათი 1-დან.

ინსტრუქციის 3,4 გვერდებზე ასევე აღწერილია დიდი ფაილების გაზიარების საშუალება  „გუგლის“ მიერ შემოთავაზებული ტექნოლოგიით.

ეს დაგეხმარებათ ფაილების გაზიარებაში სამინისტროს ელფოსტის გარეშე.

 

პატივისცემით,

ვანო გოლიაძე

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო