| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Baia Pataraia <pataraiab@gmail.com> |
| Subject : | RE: follow up |
| Received On : | 15.02.2018 15:20 |
ბაია,
მიხარია რომ შეთანხმდით სასწრაფოებთან და ტრენერთა ტრენინგი ჩატარდება უფრო ხანგრძლივი ეფექტებით. სარეკომენდაციო წერილს დავწერ, რამოდენიმე წინადადებით მომწერე პროქტის აღწერა, რომელსაც გავითავლისწინებ რეკომენდაციის ტექსტში. ქართულად თუ ინგლისურად გინდათ რეკომენდაცია?
თამუნა
From: Baia Pataraia [mailto:pataraiab@gmail.com]
Sent: Thursday, February 15, 2018 3:31 PM
To: Tamar Barkalaia
Subject: follow up
თამუნა გამარჯობა,
მე შევხვდი ბატონ ავთოს და მის მოადგილე ბატონ დავითს. შეხვედრა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. გავიარეთ დეტალურად და ვიმსჯელეთ სამედიცინო ბარათზე, ასევე იმაზე, რომ საჭირო იქნება ძალადობაზე პროტოკოლის მომზადება. ვისაუბრეთ ტრენინგ მოდულზე დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომლის მიზანია მგრძნობელობის გაზრდა. ავთოს აზრით, ჯობია მოდული გაკეთდეს და ტრენერთა ტრენინგი ჩატარდეს, რომ შემდგომ პარა-მედიკებთან სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდეს კასკადური ტრენინგები. მოკლედ, შევთანხმდით სამომავალ თანამშრომლობის ფარგლებზე.
ახლა მინდოდა მეთხოვნა რეკომენდაცია, რომ წარვადგინო "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში", რომ პროექტი დააფინანსონ. როგორც წესი, თუ სახელმწიფო უწყებასთან აპირებ თანამშრომლობას დონორები ითხოვენ ხოლმე შესაბამის წერილს. მე ვიცი, რომ გარკვეული შეზღუდვები არსებობს ასეთი წერილების ფორმაზე სამინისტროებში, ამიტომ რა ფორმითაც მისაღებია თქვენთვის, იმ ფორმით თუ გამზადდება წერილი, საკმარისია. ასევე, აუცილებელი არ არის მინისტრის მოადგილე აწერდეს ხელს, სსიპ ან დეპარტამენტის უფროსის მიერ გაცემული დოკუმენტიც მისაღებია და როგორიც მოგიხერხდებათ, იქნებ ისეთი წერილი გაგვიმზადოთ.
გთხოვ, მაცნობე, თუ შესაძელებელია ამ წერილის მიღება. დასკანერებული ვერსიაც გამოგვადგება, ტექსტი შეიძლება იყოს ერთი ან ორი წინადადება.
მადლობა გულისხმიერებისათვის,
პატივისცემით,
ბაია
Babutsa PATARAIA
Executive Director of union Sapari
address: Kantaria st. # 11/a, Tbilisi, Georgia
phone: +995577111817
e-mail: pataraiab@gmail.com