| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Dadunashvili, Ia <dadunashvili@ilo.org> |
| Subject : | RE: equipment for inspectors |
| Received On : | 16.05.2018 08:38 |
ია გამარჯობა,
უკაცრავას გუშინ შეხვერები მქონდა და ვერ შემოგეხმიანე.
შენს შეკითხვებზე გიპასუხებ: დეპარტამენტის ხელმძღვანელის ვაკანსიაზე კანდიდატის შერჩევა მიმდინარეობს. სავარაუდოდ თვის ბოლოს დაინიშნება. რაც შეეხევა ინსპექტორებს, მათ აყვანასთან დაკავშირებით მთავრობასთან შეთანხმების პროცედურები დაწყებულია. ვფიქრობთ ივნისის ბოლოს ავიყვანოთ დამადებით 15 ინსპექტორი, რათა ივლისის განმავლობაში მათი ტრეინინეგები ვუზრუნველყოთ და აგვისტოში მზად იყვნენ მოვალეობის შესასრულებლად. მე არ ვიცი თქვენი შესყიდვის პროცედურები რამდენი ხანი გრძელდება და ვინაიდან ასე მოკლე ვადებში ვაპირებთ ისპექტორების აყვანას, იქნებ გაითვალისინოთ და 40 აიპედის შეძენის პროცედურები დაიწყოთ.
სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე პროგრამა ვერ ხერხდება, თუმცა კარგია, რომ აიპედებით სარგებლობის საშუალება მაინც იქნება, ჩეკლისტების დიჯიტალიზაციის შედეგად.
რაც შეეხება სტივენ ვილიამსის ვიზიტს, გადავხედე დანართს, და ჩემი მცირე შენიშვნებით გიბრუნებთ. შეხვედრა კი 22-ში დავგეგმოთ 11:00ზე თუ შესაძლებელია.
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის და მხარდაჭერისათვის.
პატივისცემით,
თამუნა
From: Dadunashvili, Ia [mailto:dadunashvili@ilo.org]
Sent: Monday, May 14, 2018 11:21 AM
To: Tamar Barkalaia
Subject: equipment for inspectors
თამუნა გამარჯობა,
გირეკავდი და ალბათ შეხვედრაზე იყავი, რომ გეცლება გადმოგირეკავ კიდევ.
მინდა გარკვეული ინფორმაცია მოგაწოდო თქვენგან მიღებულ წერილთან დაკავშირებით, სანამ ოფიციალურ პასუხს გამოვაგზავნიდეთ (დროის მოგების მიზნით).
გვაქვს დასტური პირველ ეტაპზე 25 აიპედის და 2 დესკტოპის შეძენაზე. დანარჩენი აიპედები შეძენილი იქნება, მას მერე რაც აყვანილი იქნება დანარჩენი ინსპექტორები. ამასთან დაკავშირებით, გვაინტერესებდა, როდის არის მოსალოდნელი დეპარტამენტის ხელმძღვანელის და დამატებითი 15 ინსპექტორის აყვანა? რა ეტაპზეა შესარჩევი პროცესი?
სამწუხაროდ ბოდი-კამერებს ჩვენ ვერ შევიძენთ.
რაც შეეხება პროგრამულ უზრუნველყოფას (software), ამ ეტაპზე US DOL-ის პროექტის ფარგლებში ეს არ არის შესაძლებელი, თუმცა ვგეგმავთ DANIDA-ს პროექტის ფარგლებში ჩამოვაყალიბოთ ქვე-კომპონენთი დანიის და საქართველოს შრომის ინსპექციების თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებში შესაძლებელი იქნება პროგრამულ უზრუნველყოფაზეც მუშაობა. მანამდე, როგორც კი შევიძენთ აიპედების პირველ პარტიას, შევძლებთ დავეხმაროთ ინსპექტორებს არსებული ჩექლისტების/კითხვარების განახლებაში ექსელის პროგრამაში და მის ჩატვირთვას, რათა სრულყოფილი პროგამული უზრუნველყოფის შექმნამდე, შეძლონ გამოყენება. ამასთან დაკავშირებით, მზად ვართ შეგხვდეთ საჭიროების შემთხვევაში.
გარდა ამისა, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გაცნობო, რომ სტივენ უილიამსი ჩამოდის მეორე მისიით იმ კვირაში და თუ გეცლება მზად არის შეგხვდეს 22 ან 23 მაისს, რათა გაცნობოს მოვლენათა განვითარების შესახებ. ინფორმაციისთვის გირთავ წინა მისიის დროს შემუშავებული დოკუმენტის პროექტს, რომელიც ამ ეტაპზე ითარგმნება ქართულად.
პატივისცემით,
ია
-----------------------------------------
This electronic message may contain confidential, proprietary or privileged information intended solely for the use of the named recipient. The ILO is not liable for any error or virus connected with this transmission.
-----------------------------------------
Ce message électronique peut contenir des informations confidentielles, ou spécialement protégées, à la seule intention du destinataire. L'OIT ne peut être tenue responsable des erreurs ou des virus qui s'y trouveraient.
-----------------------------------------
Este mensaje electrónico puede contener información confidencial o especialmente protegida para el uso exclusivo del destinatario indicado. La OIT no se responsabiliza en caso de error o virus.
-----------------------------------------