| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Jokhadze, Ani <Ani.Jokhadze@savethechildren.org> |
| Subject : | RE: Save the Chidlren request - visit scedule |
| Cc : | Golubiani, Tamta <Tamta.Golubiani@savethechildren.org>; thea Simonia <teadea777@gmail.com>; ljinjikhadze@moh.gov.ge |
| Received On : | 12.12.2017 10:43 |
ანი მოგესალმებით,
აღნიშნული საკითხი გთხოვთ შეათანხმოთ ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან, ლაშა ჯინჯიხაძესთან (ჩასმულია CC-ში).
პატივისცემით,
თამუნა ბარკალაია
From: Jokhadze, Ani [mailto:Ani.Jokhadze@savethechildren.org]
Sent: Tuesday, December 12, 2017 2:05 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Golubiani, Tamta; thea Simonia
Subject: Save the Chidlren request - visit scedule
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
როგორც მოგეხსენებათ, ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ გეგმავს გადაამზადოს და განავითაროს მომსახურების მიმწოდებელთა შესაძლებლობები თბილისის მცირე ზომის ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. ამ პროცესში გარდა თეორიული ნაწილისა, მოხდება მომსახურების მიმწოდებელთა პრაქტიკული მეცადინეობა, რომელსაც ისინი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გაივლიან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა გთხოვოთ დართოთ უფლება ჩვენს კონსულტანტებს - მაია წულაძეს და რუსუდან ლორთქიფანიძეს, ადგილზე სერვისის მიმწოდებლებთან ერთად ჩაატარონ პრაქტიკული სამუშაოები.
პირველი ვიზიტი იგეგმება 15 დეკემბერს, სადაც ჯგუფებად იქნება გადანაწილებული მონაწილეები 10:00; 11:00 და 12:00სთ-ზე. დანარჩენი ვიზიტების დღეები იქნება: 20, 22 და 28 დეკემბერი.
აქვე დანართის სახით გიგზავნბით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ თანხმობის წერილს.
დიდ მადლობას მოგახსენებთ წინასწარ!
პატივისცემით,
ანი ჯოხაძე
გადავარჩინოთ ბავშვები
Ani Jokhadze | Save the Children Georgia | Communications Coordinator
27/B Mitskevich street, 4th floor, Tbilisi 0194 Georgia
http://georgia.savethechildren.net
Telephone number: +995 (5) 99 65 77 44
Email: Ani.Jokhadze @savethechildren.org
From: Jokhadze, Ani
Sent: Monday, November 7, 2016 2:16 PM
To: 'tamuna'
Cc: Golubiani, Tamta; thea Simonia
Subject: RE: Save the Chidlren request - visit scedule
ქალბატონო თამარ, მოგესალმებით კიდევ ერთხელ.
მინდა წერილობით გაცნობოთ ბავშვთა სახლში ვიზიტების განრიგი:
შეთანხმებისამებრ, პირველი ვიზიტი შედგება 14 ნოემბერს (10:00 საათიდან), რომელსაც გაცნობითი ხასიათი ექნება, კერძოდ მომსახურების მიმწოდებლები / აღმზრდელები გაეცნობიან გარემოს.
მეორე ვიზიტი - 20-21 ნოემბერი (10:00სთ).
ასევე, დამატებით კითხვა / თხოვნა გვექნება თქვენთან, კერძოდ, თუ არის საშუალება დამატებითი ოთახის გამოყოფის, სადაც აღმზრდელების განთავსების შესაძლებელობა იქნება, რომ არ მოგვიწიოს მათი ერთად შეყვანა ბავშვებთან...
დიდ მადლობას მოგახსენებთ წინასწარ!
პატივისცემით,
ანი ჯოხაძე
From: tamuna [mailto:tbarkalaia@moh.gov.ge]
Sent: Tuesday, November 1, 2016 5:55 PM
To: Jokhadze, Ani
Cc: Golubiani, Tamta; thea Simonia
Subject: RE: Save the Chidlren request
ანი მოგესალმებით,
ჩვენთვის ცნობილია თქვენი პროექტის შესახებ და მზად ვართ თქვენს კონსულტანტებს შევუქმნათ სამუშაო გარემო ჩვილ ბავშვთა სახლში პრაქტიკული მეცადინეობების ჩასატარებლად. თუ შესაძლებელია მოგვწერეთ როდის აპირებს თქვენი კონსულტანტები ვიზიტების განხორციელებას.
აქვე მინდა გაცნობოთ, რომ საჭირო იქნება სოც. მომსახურების სააგენტოს, მეურვეობა მზრუნველობის ორგანოს თანხმობის მოპოვება, რაც დარწმუნებული ვარ თქვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
პატივისცემით,
თამუნა ბარკალაია
From: Jokhadze, Ani [mailto:Ani.Jokhadze@savethechildren.org]
Sent: Tuesday, November 1, 2016 12:35 PM
To: tbarkalaia@moh.gov.ge
Cc: Golubiani, Tamta
Subject: Save the Chidlren request
მოგესალმებით ქალბატონო თამილა,
მე გახლავართ ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვების“ თანამშრომელი, ანი ჯოხაძე / პროექტის კოორდინატორი.
მოგახსენებთ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დაცვის“ პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ინსტიტუციონალიზაციის შეწყვეტას ალტერნატიული ზრუნვის ფორმების განვითარების, მონიტორინგის სისტემების უზრუნველყოფისა და პოლიტიკის ადვოკატირების განხორციელების მეშვეობით, ორგანიზაცია ,,გადავარჩინოთ ბავშვები“ (Save the Children) გეგმავს გადაამზადოს და განავითაროს მომსახურების მიმწოდებელთა შესაძლებლობები სამი მცირე ზომის ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებაში, რომლებიც შეიქმნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ჩვილი და მცირეწლოვანი ბავშვებისთვის. გადამზადების პერიდოში, გარდა თეორიული ნაწილისა, მოხდება მომსახურების მიმწოდებელთა პრაქტიკული მეცადინეობა, რომელსაც ისინი თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გაივლიან.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა მოგმართოთ თხოვნით - დართოთ ნება ,,გადავარჩინოთ ბავშვების“ კონსულტანტს, მაია წულაძეს და მის ფასილიტატორს, რუსუდან ლორთქიფანიძეს, ჩაატარონ რამოდენიმე პრაქტიკული სამუშაო მომსახურების მიმწოდებლებთან ერთად ჩვილ ბავშვთა სახლში, რათა ადგილზე შეძლონ ბავშვებთან მუშაობა და მათზე შესაბამისი დაკვირვების წარმოება.
წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
ანი
| Save the Children Georgia | Advocacy & Communications Coordinator
27/B Mitskevich street, 4th floor, Tbilisi 0194 Georgia
http://georgia.savethechildren.net
Telephone number: +995 (5) 99 65 77 44
Email: Ani.Jokhadze @savethechildren.org