| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Solidarity Fund <solidarity@gov.ge>; Maia Tskitishvili <mtskitishvili@gov.ge>; ts.kavlashvili@mof.ge; ts.jeladze@tbilisi.gov.ge; Khatuna Chachava </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b929ccda2d844f11b0675ddf0d1bef08-Khatuna>; mdarakhvelidze@moh.gov.ge; irakli.aslanishvili@bag.ge; mesebua@finca.ge; kdaushvili@economist.ge; a.gugava11@gmail.com; ge <teimurazmikeladze@yahoo.com>; kh.totladze@mfa.gov.ge; khtotladze@mfa.ge |
| Subject : | RE: SOLIDAROBIS FONDIS 86-E KOMISIA - SASWRAFO |
| Cc : | makatsariaia@gmail.com; annadjava@gmail.com; nino shautidze <ninoshautidze@gmail.com>; nino.korkotashvili@gmail.com; beraia_tekle@yahoo.com; Shorena Tchumburidze <stchumburidze@gov.ge> |
| Received On : | 06.02.2018 12:37 |
| Attachments : |
თანახმა ვარ.
თამილა ბარკალაია
მინისტრის მოადგილე
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 281 281
From: Solidarity Fund [mailto:solidarity@gov.ge]
Sent: Tuesday, February 06, 2018 3:37 PM
To: Maia Tskitishvili; ts.kavlashvili@mof.ge; Tamar Barkalaia; ts.jeladze@tbilisi.gov.ge; Khatuna Chachava; mdarakhvelidze@moh.gov.ge; irakli.aslanishvili@bag.ge; mesebua@finca.ge; kdaushvili@economist.ge; a.gugava11@gmail.com; ge; kh.totladze@mfa.gov.ge; khtotladze@mfa.ge
Cc: makatsariaia@gmail.com; annadjava@gmail.com; nino shautidze; nino.korkotashvili@gmail.com; beraia_tekle@yahoo.com; Shorena Tchumburidze
Subject: SOLIDAROBIS FONDIS 86-E KOMISIA - SASWRAFO
გესალმებით ძვირფასო კომისიის წევრებო,
სოლიდარობის ფონდის 86-ე ელექტრონული კომისიის ფარგლებში განსახილველად წარმოგიდგენთ 4 ბენეფიციარის შემდეგ განცხადებებს, რომლებიც სასწრაფო რეაგირებას საჭიროებენ:
1. ბენეფიციარი კ.ბ. განცხადება # 120; 06.02.2018; 18 წლის; დიაგნოზი - ნათელუჯრედოვანი სარკომა მარჯვენა ტერფის მე-2 თითის არეში, მრავლობითი მეტასტაზებით ძვლებში (ქვემო კიდურის - თეძოს ჩათვლით, შემაერთებელი და რბილი ქსოვილების ავთვისებიანი სიმსივნე) ბენეფიციარს, ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი თურქეთში (კლინიკა მედიპოლში). ბოლო პერიოდში პაციენტის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა, სხვა მრავალ გართულებასთან ერთად, წარმოექმნა სუნთქვის უკმარისობა და პნევმონია. სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ამ ეტაპზე, თურქეთის კლინიკამ ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ოჯახის მხრიდან, ფონდის დახმარებით, იყო პაციენტის სხვა კლინიკაში გადაყვანის მცდელობა, თუმცა ჯერ-ჯერობით უცხოეთის კლინიკებმა, რომლებსაც დავეკონტაქტეთ, უარი განაცხადეს პაციენტის მიღებაზე, ამიტომ აუცილებელია მისი სასწრაფოდ საქართველოში გადმოყვანა. ბენეფიციარის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო, ექიმები ოჯახს ჩვეულებრივი სამგზავრო რეისით ბავშვის ტრანსპორტირების უფლებას არ რთავენ. აქვე წარმოდგენილია სამედიცინო დასკვნა, რომლის მიხედვითაც საჭიროა სპეციალური საჰაერო სასწრაფო სამსახური, სამედიცინო აღჭურვილობით. მოიძებნა კომპანია, რომელიც მოახდენს პაციენტის ტრანსპორტირებას საქართველოში. წარმოდგენილი ინვოისის თანახმად მომსახურების ღირებულება შეადგენს 13500 ევროს. ოჯახი აწარმოებს კომპანიასთან მოლაპარაკებას. პაციენტის გადმოფრენა შესაძლებელი იქნება, როგორც კი კომპანია შეძლებს მოიპოვოს აეროდრომით, საჰაერო ტრასითა და სივრცით სარგებლობის ნებართვა. დასტურის შემთხვევაში გთავაზობთ 13500 ევროს დაფინანსებას.
2. ბენეფიციარი მ.ჩ. განცხადება # 80; 26.01.2018; 15 წლის; დიაგნოზი - ცხვირხახის კარცინომა. წარმოადგენს ფონდის ახალ ბენეფიციარს. ამჟამად პაციენტს სასწრაფოდ ესაჭიროება სხივური თერაპია დაყოვნებული წესით ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში. სხივური მედიცინის ცენტრის (საქართველო) წინასწარი კალკულაციის თანახმად, სამედიცინო სერვისის საერთო ღირებულებაა 9 800 ლარი. აქედან 7550 ლარი დაფინანსდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში. ოჯახმა თხოვნით მოგვმართა დარჩენილი თანხის დაფინანსების შესახებ. თანხმობის შემთხვევაში გთავაზობთ 2250 ლარის დაფინანსებას.
3. ბენეფიციარი გ.კ. განცხადება # 116; 05.2.2018; 10 წლის; დიაგნოზი - ცხვირხახის არადიფერენცირებული კარცინომა. ბენეფიციარს სასწრაფო დაყოვნებული წესით ესაჭიროება PET კვლევა. კლინიკა ლივ ჰოსპიტალიდან (თურქეთი) წარმოდგენილი ინვოისის თანახმად PET კვლევის ღირებულებაა 800 აშშ დოლარი და ექიმის კონსულტაცია 150 აშშ დოლარი. ოჯახმა თხოვნით მოგვმართა დაფინანსების შესახებ. რამდენადაც მოცემული სამედიცინო სერვისი საქართველოში უფრო ძვირადღირებულია (3158 ლარი) და ბენეფიციარი მაინც ჩასასვლელია თურქეთში ექიმთან ვიზიტზე, თანხმობის შემთხვევაში გთავაზობთ 950 აშშ დოლარით დაფინანსების განხილვას.
4. ბენეფიციარი ე.ბ. განცხადება # 115; 05.2.2018; 20 წლის; დიაგნოზი - ქვედა კიდურის ლულოვანი ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნე. წარმოადგენს ფონდის ახალ ბენეფიციარს. 2015 წლიდან უტარდება მკურნალობა ბიფოსფონატებით. 2018 წლის 24 იანვარს ჩატარებული კტ კვლევით, დადასტურდა დაავადების პროგრესირება. ამ ეტაპზე ბენეფიციარს ესაჭიროება მედიკამენტური მკურნალობა (იქსგევა ხსნარი საინექციო 120მგ/1,7 მლ). ორი ფლაკონის ღირებულება 1792,10 ლარის მოცულობით დააფინანსა ქ. თბილისის მერიამ. ამ ეტაპზე საჭიროა კიდევ ოთხი ფლაკონის შეძენა. სს გეფადან (საქართველო) წარმოდგენილი ინვოისის თანახმად მედიკამენტის საერთო ღირებულებაა 3584,218 ლარი. დასტურის შემთხვევაში გთავაზობთ 3584,218 ლარის დაფინანსებას.
სულ ჯამში განიხილება 5834,218 ლარის, 13500 ევროს და 950 აშშ დოლარის დაფინანსების საკითხი.
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის გეგზავნებათ ბენეფიციარების შესახებ მონაცემები დანართი N1-ის სახით, აგრეთვე მათი სრული სამედიცინო დოკუმანტაცია კონფიდენციალურობის დაცვით.
გთხოვთ თქვენი პოზიცია დაფინანსებასთან დაკავშირებით მოგვაწოდოთ ხვალ, ოთხშაბათს 07 თებერვალს 12 საათამდე.
პატივისცემით,
საქართველოს სოლიდარობის ფონდის ადმინისტრაცია