| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Natia Namitcheishvili <programs@edec.ge> |
| Subject : | RE: EDEC-მოწვევა პროექტის პრეზენტაციაზე |
| Cc : | mbezarashvili@ssa.gov.ge |
| Received On : | 19.03.2019 09:25 |
| Attachments : |
ნათია სალამი,
სამწუხაროდ მე 22ში საქართველოში არ ვიქნები და ღონისძიებას ვერ დავესწრები, თუმცა პროექტი ძალიან საინტერესო არის და გვინდა მეტი ინფორმაცია აღნიშული პროექტის შესახებ. Cc-ში ჩავსვი მარი ბეზარაშვილი, სოც მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტის უფროსი. კარგი იქნბა თუ დაუკავშირდებით და მეტ ინფომრაციას მიაწოდებთ პროექტზე.
საუკეთესო სურვილებით,
თამილა ბარკალაია
მინისტრის მოადგილე
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 281 281
From: Natia Namitcheishvili [mailto:programs@edec.ge]
Sent: Tuesday, March 19, 2019 12:11 AM
To: Tamar Barkalaia
Subject: EDEC-მოწვევა პროექტის პრეზენტაციაზე
ქალბატონო თამილა,
მოგესალმებით განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) სახელით,
22 მარტს, 14:00 საათზე, ზუგდიდში, საკრებულოს სხდომათა დარბაზში (ზვიად გამსახურდიას გამზ. #45, სამხარეო ადმინისტრაციის შენობა) განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) პროექტის „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ პრეზენტაციას გამართავს.
გვსურს მოგიწვიოთ აღნიშნულ ღონისძიებაზე (მოსაწვევი იხილეთ თანდართული ფორმით).
პროექტი მიზნად ისახავს იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდებისთვის განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო შესაძლებლობების გაფართოებას და ხელს უწყობს მათ მნიშვნელოვან მონაწილეობას საზოგადოებაში.
Ø პროექტის ფარგლებში ზუგდიდსა და გორში დაფუძნდება ორი სამეწარმეო სკოლა, სადაც 80 ახალგაზრდა ცოდნის მიღებასთან ერთად გამოიმუშავებს სამეწარმეო უნარებს. ბიზნეს იდეების დასახვეწად ისინი ინდივიდუალურ, საჭიროებებზე დაფუძნებულ კონსულტაციებს, მენტორისა და ქოუჩის მხარდაჭერას მიიღებენ.
Ø შემუშავდება შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების სასწავლო პროგრამები და 270 ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა პროფესიას რეალურ სამუშაო გარემოში დაეუფლოს, ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაში ჩაერთოს ან მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი და დასაქმდეს.
Ø 100–მდე იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდა, სამოქალაქო და სახელმწიფო ინსტიტუტების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და თვითდასაქმების ადვოკატირების პროცესში ჩაერთვება.
პროექტს „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ახორციელებს.
პატივისცემით,
ნათია ნამიჭეიშვილი
განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის
აღმასრულებელი დირექტორი
Natia Namicheishvili | Executive Director | Education Development and Employment Center
64 P.Ingorokhva str. Kutaisi 4600, Georgia
E-mail: programs@edec.ge
Mob.: +995 598 79 74 79
Office: +995 0431 25 13 30
visit us at: www.edec.ge; fb.com/ngoEDEC;