| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Shorena Kubaneishvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f73745783deb4105a1328da46cc085b9-Shorena> |
| Subject : | RE: BDD-2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ |
| Cc : | Beka Peradze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=01ea443dcce14da189df618b503a19aa-Beka Pe>; bperadze1@gmail.com |
| Received On : | 21.04.2020 09:10 |
შორენა სალამი,
მეც გილოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, საუკეთესო სურვილებით.
ვერთანხმები თქვენს გათვლებს. ამ ეტაპზე ასე იყოს. რა თქმა უნდა სსიპ-ად ჩამოყალიბების შემთვევაში გათვლები შეიცვლება. კანონის მიღების შემდეგ გავეკეთებთ შესაბამის ცვლილებებს.
მადლობა,
თამუნა
From: Shorena Kubaneishvili
Sent: Saturday, April 18, 2020 1:30 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Beka Peradze; bperadze1@gmail.com
Subject: BDD-2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ
მოგესალმებით ქალბატონო თამარ,
იმედი მაქვს თავს ჯანმრთელად და მხნედ გრძნობთ. წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ არაორდინალურ სიტუაციაში ვიმყოფებით საქართველოს მთავრობის მიმდინარე წლის 28 თებერვლის N137 დადგენილებით განსაზღვრული ვადების შესაბამისად შესათანხმებლად გიგზავნით „შრომის პირობების ინსპექტირება“ (პროგრამული კოდი: 27 05 02) პროგრამის 2021-2024 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ შედგენილ დოკუმენტს N 3.2 და N 3ა.2 დანართების შესაბამისად.
ვინაიდან ამ ეტაპზე არ გვაქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად გასვლის კონკრეტული ვადა განსაზღვრული, ქალბატონ მაია გოტიაშვილთან შეთანხმების საფუძველზე თანდართულ ექსელის ფაილში მოვახდინეთ ორი პროგრამის (შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამასა (პ/კ-27 05 02) და შრომის ინსპექტირების ზედამხედველობასა და მართვას (პ/კ-27 01 09)) ინტეგრირება და N3ა.2 დანართში ჭერს ზემოთ განსაზღვრულ მონაცემებში აპარატის ბიუჯეტი გავანაწილეთ შემდეგნაირად:
2021-2024 წლებისთვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბების შემთხვევაში განისაზღვრა 1,5 მლნ 31 შტატით გათვალისწინებული პირისთვის (მინიმუმი რაც ჭერში დაგვიმტკიცდა გახლდათ 1 მლნ, რომელიც მხოლოდ სახელფასო ბადეს ფარავს,იხილეთ N3.2 დანართის 2021-2023 წლები). აღნიშნული სახელფასო ბადის გარდა ითვალისწინებს შემდეგ ხარჯებს- საქონელი და მომსახურება, დაზღვევის, სოც. უზრუნველყოფის და არაფინანსური აქტივების ნაწილი.
რაც შეეხება უშუალოდ შრომის ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის (პ/კ-27 05 02) ბიუჯეტის ნაწილს. გავითვალისწინეთ ინსპექტორთა პოზიციების ჩაშლა: უფროსი ინსპექტორი და ინსპექტორი.
შესაბამისად უხეშად გამოვთვალეთ თანამდებობრივი სარგოს (2,200 და 2,400) მიხედვით ბიუჯეტის მოცულობა,
და სხვა აუცილებელის ხარჯები, როგორიცაა საქონელი და მომსახურება, დაზღვევა, სოც. უზრუნველყოფა და არაფინანსური აქტივები. შედეგად ბიუჯეტი შემდეგნაირად გადანაწილდა 2021 წლისთვის 100 ინსპექტორის შემთხვევაში (50 პირისთვის 2,200 და 50 პირისთვის 2,400) შეადგენს 3,5 მლნ-ს, 2022წლის შემთხვევაში 150 ინსპექტორისთვის 5 მლნ-მდე, 2023 წლის შემთხვევაშიც 150 ინსპექტორისთვის 5,5 მლნ-მდე, ხოლო 2024 წლის შემთვევაში 150 ინსპექტორისთვის 6 მლნ.
რა თქმა უნდა აღნიშნული მაჩვენებლები პირდაპირ კავშირშია არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე/დასაქმებულთა რაოდენობაზე, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ქვეყნის წინსვლასთან ერთად წარმოდგენილი ციფრები რაციონალურობის ჩარჩოში მოექცევა. გარდა ამისა, შეამჩნევდით დამატებით 500 000-ის საკითხს რასაც ჭერის განსაზღვრის მომენტში ლავირებისთვის გამოვიყენებთ.
მოუთმენლად ველით თქვენგან უკუკავშრს.
პატივისცემით
შორენა ყუბანეიშვილი
მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მის.: აკ. წერეთლის გამზ. 144; თბილისი 0119; საქართველო
ოფის: +995 (032) 251 00 11 (14-21)
მობ: +995 (597) 99 39 99