| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Maka Meshveliani <maka.meshveliani@undp.org> |
| Subject : | RE: 13 სექტემბერი - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, კამპანიის გახსნა |
| Received On : | 06.09.2018 15:01 |
| Attachments : |
მაკა სალამი,
დიდი მადლობა მოწვევისთვის. თემა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი პრიორიტეტულია. თვითონ ღონისძიების ფორმატიც ძალიან კრეატიული და საინტერესოა. სამწუხაროდ მე 13ში თბილისში არ ვიქნები და ვერ დავესწრები ღონისძიებას, რაზეც ძალიან მწყდება გული.
საუკეთესო სურვილებით,
თამილა ბარკალაია
მინისტრის მოადგილე
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 281 281
From: Maka Meshveliani [mailto:maka.meshveliani@undp.org]
Sent: Thursday, September 06, 2018 3:27 PM
To: Tamar Barkalaia
Subject: 13 სექტემბერი - ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, კამპანიის გახსნა
ქალბატონო თამილა,
ჩვენთვის პატივია, მოგიწვიოთ 13 სექტემბერს დაგეგმილი ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისადმი მიძღვნილი ღონისძიების გახსნაზე. გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) გაეროს ორ სხვა სააგენტოსთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით 'გენდერული თანასწორობისთვის', რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტია ქალთა ეკონომიკური გაძლიერება. 2017 წელს დაიწყო საზოგადოებრივი კამპანია 'თანასწორობა გვჭირდება', რომელიც ძირითადად აქცენტს აკეთებდა ქალების ჩართულობის ხელშეწყობაზე პოლიტიკაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. წელს კამპანიის მეორე ტალღა მიზნად ისახავს, ნათელი მოფინოს გენდერული უთანასწორობის სხვადასხვა ასპექტს ეკონომიკაში და ამით ხელი შეუწყოს დისკუსიის წამოწყებას საზოგადოებაში და გამოსავლის სხვადასხვა გზების პოვნას. რაკი ე.წ. wage gap არის ერთ-ერთი ის საკითხი, რაზეც კამპანია ფოკუსირდება და თქვენ ამ მიმართულებით დაწყებული გაქვთ მუშაობა, ვიფიქრეთ, თქვენი ჩართულობა მისასალმებელ სიტყვაში მხოლოდ ლოგიკური იქნებოდა.
თანდართული დოკუმენტის სახით გიგზავნით 13 სექტემბერს დაგეგმილი ღონისძიება-პერფორმანსის დეტალებს ინგლისურ ენაზე. აღწერაში ჩანს, მაგრამ აქაც დავაზუსტებ - ოფიციალური ნაწილი, სადაც გვსურს ოფიციალური პირების მხრიდან მისასალმებელი სიტყვის თქმა, იწყება 18:30 საათზე და გასტანს 19:00 საათამდე.
დიდი მადლობა და კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მომმართოთ ნებისმიერ დროს! დიდი იმედი მაქვს, თანამშრომლობა შედგება იმისდა მიუხედავად, რომ ღონისძიებამდე საკმაოდ მოკლე ვადით ადრე ვახდენთ თქვენს გაფრთხილებას.
საუკეთესო სურვილებით,
მაკა
Maka Meshveliani
Programme Manager
UN Joint Programme for Gender Equality
United Nations Development Programme in Georgia
4 Abashidze Street
Tbilisi 0179 Georgia
maka.meshveliani@undp.org
Cell: +995 599 478 471
Skype: maka-georgia