| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Guna Bibileishvili <gunabibi@gmail.com> |
| Subject : | RE: ,,დღის ცენტრების ქსელი"-ს წარმომადგენლებთა შეხვედრის შეჯამება |
| Received On : | 19.02.2018 15:02 |
ქალბატონო გუნა,
დიდი მალდობა ინფორმატიული შეხვედრისთვის და მოწოდებული ინფორმაციისთვის.
მივიღე თქვენი წერილი, მაგრამ სამწუხაროდ ისეთი დატვირთული კვირა მქონდა ვერ მოვახერხე რომ პასუხი გამეცა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები თქვენს პრობლემებთან დაკავშირებით და აუცილებლად გავაქტიურდებით ბიზნესებთან და მერიასთან შუმადგომლობის საკითხში.
მოგვაანებით მოგწერთ დეტალებს და მანამდე იქნებ მერიაში გაგზავნილი წერილის ასლი ან წერილის ნომერი მომაწოდოთ, რომ დამატებით ჩავერთოთ შესაძლებლობის ფარგლებში.
დიდი მადლობა თანამშრომლობისათვის,
თამუნა ბარკალაია
From: Guna Bibileishvili [mailto:gunabibi@gmail.com]
Sent: Friday, February 16, 2018 7:56 AM
To: Tamar Barkalaia
Subject: Fwd: ,,დღის ცენტრების ქსელი"-ს წარმომადგენლებთა შეხვედრის შეჯამება
ქალბატონო თამუნა .
იმედია მიიღეთ ეს ჩემი მეილი.
გთხოვთ, დამიდასტუროთ მიღება
პატივისცემით
გუნა
---------- Forwarded message ----------
From: Guna Bibileishvili <gunabibi@gmail.com>
Date: 2018-02-13 14:21 GMT+04:00
Subject: ,,დღის ცენტრების ქსელი"-ს წარმომადგენლებთა შეხვედრის შეჯამება
To: tbarkalaia@moh.gov.ge
ქალბატონო თამუნა
ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი და ჩემი კოლეგების პატივისცემა თქვენდამი, საქმისადმი იმ გულითადი დამოკიდებულების გამო,
რაც ნათლად გამოიკვეთა ჩვენი ოფიციალური შეხვედრისას.
აქვე ავღნიშნავ, რომ პარლამენტში გუშინდელ მოსმენის შემდგომ გულწრფელად ვიტოვებ იმედს სოციალურ სფეროში ბევრი რამე სასიკეთოდ შეიცვლება .. იქ დამსწრე საზოგადოების პატივისცემა დაიმსახურა ბატონი მინისტრის ადამიანურმა უბრალოებამ და დეტალების ღრმა ცოდნამ კონკრეტული საკითხების გარშემო. საზოგადოება იაზრებს, რომ მან, როგორც მაღალი კვალიფიკაციის ექიმმა მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განახორციელა ჯანდაცვის სფეროში, თუმცა ასეთივე მკვეთრი ცვლილებები არ გვაქვს სამწუხაროდ სოციალურ სფეროში, რაც ალბათ საკადრო პოლიტიკით აიხსნება და უდიდესი იმედი გვაქვს რომ თქვენი მოსვლით ასეთ მაღალ პოზიციაზე ამ პროცესს პოზოტოიური დინამიკა ექნება.
თქვენი ნებართვით მოვიწერები და მოკლედ შევაჯამებ თემებს, რის შესახებაც ვისაუბრეთ და გამოიკვეთა
მოკლევადიანი გეგმები:
სერვისის კრიზისიდან გამოყვანია გეგემა
სერვისის ფინანსური მხარდაჭერა
1. გამოიძებნოს რესურსი საბაზისო მომსახურების შესაფასებლად ( 315 ლარი) თვის ანაზღაურება
ა) ( შჯსდ) სამინიტროს რესურსი - გამოყოფილი 5 მლნ.
ბ) მუნიციპლაიტეტი - ქ.თბილისის მერიასთან მიწერილია ოფიციალური წერილი.
გ) ბიზნესთან შუამდგომლობა
ჩემი მოსაზრებაა, დროის და ადამიანური რესურსების დაზოგვის მიზნით
შესაძლებელი უკვე შექმნილ სტრუქტურასთან თანამშრომლობა. ასეთად მესახება
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი
იქნებ სამინიტროს ეგიდით მოვაწყოთ სამუშაო შეხვედრა. მერიასთან არსებული საბჭოს ეგიდით ჩემი და რატი იონათამიშვილის ცაღთულობით
არსებობს პრეცენდენტი - კომპანია ,,ფრეგო" 6 თვის მანძილზე გვიხდიდა საწვავის ფასს.
გრძელვადიანი გეგმა
სერვისის დივერსიფიცირება
მოსამზადებელია პროექტი ამ მიმართულებით
16 თებერვლის გაფართოებული შეხვედრა
ა) მე ქ-ნ ნუცისთან გადაგზავნილი მაქვს ყველა საკონტაქტო პირი ინფორმაცია სამუშაო ჯგუფში შემავალი 4დაინტერესებული სამინიტროდან.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენც გადმოგიგზავნით
ბ) ჩვენ მივიღეთ ოფიციალური წერილი შეხვედრის გამართვის შესახებ. შხევდრაზე დაესწრება მუშა ჯგუფი,იმ შმადგენლობით რომელიც თქვენთა იყო და ასევე რეგიონებიდან წარმომადგენლები. რამდენი პირის მოწვევაა რაიონებიდან შესაძლებელი??
გ) ჩვენ მზად ვართ როგორც ნუცისთან ვისაუბრეთ რეკონედაციების წარდგენისასა გავაკეთოთ 3 ფაილი თითომ. ( ე.ეი. სულ 12 ფაილი)
რეკომენდაციები აქვს სულ 4 ორგანიზაციას. ამისთვის დავჭირდება 20 წუთი. მეხუთე არის მაკლეინის ორგანიზაცია.
საუკეთსო სურვილებით
გუნა
პ.ს. თქვენთან შეხვედრისას ჩვენ შვეხეთ ადრეული პროგრამის თემესაც და შეგპირდით გამოგვეკვეთა ონლაინ მიმოწერაში მთავარი პრობემა, რაც აფერხებს გამოყოფილი თანხის ათვისებას იმ პირობებში რომ ასეთი გაზრდილია სერვისზე მოთხოვნა.
სიტუაცია ასეთია, რომ სპეციალისტები სერთიფიკატს იღებენ ა) მხოლოდ კოალიციის მიერ ჩატარებული ტრეინინგების საფუძველზე ბ) ტრეინინგების საფასური კატასტროფულად მაღალი გახდა ისე, რომ არ არის ხელმისაწვდომი სპეციალისტებისათვის.
ჩვენი აზრით ა) სახელმწიფომ თავად უნდა აიღოს ხელთ ( თუნდაც განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსთან შეთანხმებით ) მასწავლებელთა სახლში, ან კიდევ სხვა ტრეინინგ სივრცეში მოსამზადებელი სასერთიფიკატო კურსის ჩატარება
ბ) თავად იმ ორგანიზაციებს,ვისაც თავად აქვს პრაქტიკა, ფლობენ ინსტრუმენტს და ყავთ შესაბამისი კადრი უნდა მიეცეთ საშუალება შიმუშავენ შიდა კადრების გადამზადების სიტემა.