From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Elza Jgerenaia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d3085d273ee841e88ba3026ab58665f0-Elza Jg>
Subject : RE: წერილის პროექტი
Received On : 26.02.2018 15:31
Attachments :

ელზა, ერთად ერთი სიტყვა „პრობლემური“ მოდი ამოიღე (ნახე ქვემოთ გავაყვითლე.  დანარჩენი კარგია.

 

From: Elza Jgerenaia
Sent: Monday, February 26, 2018 4:51 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: tbarkalaia@gmail.com
Subject:
წერილის პროექტი

 

თამუნა,

 

გიგზავნი  წერილის  პროექტს შენიშვნებისთვის.

 

 

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს

 

გაცნობებთ, რომ ასოცირების შეთანხმების მიხედვით საქართველო ვალდებულია დაუახლოვოს საკუთარი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობას და ამ მიზნით განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები. ასოცირების შეთანხმების XXX დანართის თანახმად საქართველომ შრომისა და დასაქმების სფეროში 2018 წელს  უნდა განახორციელოს  7 დირექტივის ტრანსპოზიცია. მათ შორისაა 92/85/EEC დირექტივა, რომელიც შეეხება ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ მუშაკთათვის შრომის უსაფრთხო პირობებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღებას (დირექტივის ქართულენოვანი ტექსტი იხ. ლინკზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/3636099).

92/85/EEC დირექტივა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო 2 კვირიანი სავალდებულო შვებულების შემოღება, ორსულ, ახალნამშობიარებ და მეძუძურ მუშაკთათვის მავნე და მძიმე სამუშაოების ჩამონათვლის განსაზღვრა, ასეთ სამუშაოებზე დასაქმებული ქალებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება, როგორიცაა სამუშაო საათების შემცირება, სხვა სამუშაოზე გადაყვანა, ასევე ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების დაწესება. კერძოდ, დირექტივის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით „თუ მუშაკის სხვა სამუშაოზე გადაყვანა ტექნიკურად ან/და ობიექტურად არ არის შესაძლებელი ან გადაყვანის მოთხოვნა შეუძლებელია გონივრულობის ფარგლებში, სათანადოდ დასაბუთებული მიზეზების გამო, მუშაკს უნდა მიეცეს შვებულება სახელმწიფო კანონმდებლობის ან/და ეროვნული პრაქტიკის შესაბამისად, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა მისი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის დაცვისათვის“. ასევე ღამის სამუშაოებზე დასაქმებულებისთვის დირექტივის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს  ორსულობის დროს, ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში დასაქმებულის დღის სამუშაოზე გადაყვანას ან „შვებულებას ან დეკრეტული შვებულების გახანგრძლივებას მაშინ, როდესაც ტექნიკურად ან/და ობიექტური მიზეზების გამო, მსგავსი გადაყვანა შეუძლებელია ან არ შეიძლება გადაყვანის მოთხოვნა გონივრულობის ფარგლებში, სათანადოდ დასაბუთებული საფუძვლების გამო“.

დირექტივის მოთხოვნებიდან გამომდინარე, პრობლემურად მიგვაჩნია საჭიროა იმ პირთა წრის განსაზღვრა, თუ ვინ გადაიხდის ზემოთ დასახელებული შვებულებების ანაზღაურებას, დამსაქმებელი, დამსაქმებელი სახელმწიფოს თანამონაწილეობით, თუ სახელმწიფო. ამასთან აღსანიშნავია, რომ  ამავე დირექტივის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად „დახმარება ითვლება ადეკვატურად, თუ ის უზრუნველყოფს იმ მინიმალურ შემოსავალს, რომელსაც შესაბამისი მუშაკი მიიღებდა, თუკი ის ვეღარ გააგრძელებდა საქმიანობას მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მიზეზების გამო, იმ ზედა ზღვარის გათვალისწინებით, რომელიც დადგენილია სახელმწიფო კანონმდებლობის მიხედვით“.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ თქვენს მოსაზრებას  92/85/EEC დირექტივის დასახელებულ პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით.

პატივისცემით,

 

 

 

პატივისცემით   |   Sincerely

 

 

ელზა ჯგერენაია | Elza Jgerenaia

 

 

შრომისა და დასაქმების პოლიტიკის  დეპარტამენტის უფროსი | Head of Labour and Employment Policy Department

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტრო | Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

 

აკ. წერეთლის გამზ. 144;  თბილისი  0119;  საქართველო | 144 Ak. Tsereteli Ave.; Tbilisi, 0119; Georgia

ოთახი (თბილისი):| Room (Tbilisi): 1502

ოფისი:| Office: +995 (0322) 251 00 11 (1502)

მობ: | Cell: +995 (591) 22 11 00

ელ. ფოსტა:| E-mail: ejgerenaia@moh.gov.ge

                            ejgerenaia@gmail.com 

                                     www.moh.gov.ge

                                                                          cid:image001.png@01D1D7A4.B5FA4060