From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Tamar Gabunia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=e6ca04f38ec94d0cadab9cbdf90fcdde-Tamar G>
Subject : RE: საცხოვრისის სტრატეგიის შემუშავება
Received On : 24.10.2019 14:16

თამუნა კი, თათიაა ჩართული ამ თემაზე.  შენ როდის ჩამოდიხარ?  ბევრი საკითხები გვაქვს გასავლელი :)

 

From: Tamar Gabunia
Sent: Thursday, October 24, 2019 2:05 PM
To: Tamar Barkalaia
Subject: Fwd:
საცხოვრისის სტრატეგიის შემუშავება

 

 

თამუნა როგორ ხარ? სოციალურიდან თათიაა ამ თემაზე? ჯანდაცვიდან გამოვყოფ 1 ადამიანსაც რომ ჩაერთოს

 

 

Sent from my Samsung Galaxy smartphone.

 

 

-------- Original message --------

From: Marika Gorgadze

Date: 10/23/19 3:38 PM (GMT+01:00)

To: Tamar Gabunia

Cc: Tea Gvaramadze , Levan Samadashvili , Mariam Davitashvili

Subject: საცხოვრისის სტრატეგიის შემუშავება

 

ქალბატონო თამარ,

 

მოგესალმებით.

 

გწერთ საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების პროცესთან დაკავშირებით.

 

მოგეხსენებათ, დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის პროგრამა (USAID GGI), ISET-ის მკვლევარებთან, დარგისა და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტებთან - სოსო სალუქვაძე, ლადო ვარდოსანიძე და ნინა სარიშვილი და  სამინისტროსთან ერთად, აქტიურად მუშაობს საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტის მომზადებაზე. მიმდინარე ეტაპზე, ISET-მა მოამზადა RIA- პრობლემების დეფინიციის ნაწილი, რომელსაც თან ვურთავ მეილს და ხვალ ასევე მივაწვდით სამუშაო ჯგუფის წევრებსაც. შესაბამისად, სამუშაო ჯგუფის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, შეხვედრამდე გაეცნონ დოკუმენტს და მოამზადონ შენიშვნები თუ კომენტარები. გვინდა გვთხოვოთ, რომ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გავმართოთ 28 ოქტომბრის კვირაში. შეხვედრისას ასევე ვგეგმავთ განვიხილავთ პრობლემის  ალტერნატიული მოგვარების გზები. სამუშაო ჯგუფთან პრობლემების დეფინიციასა და ალტერნატიულ გადაწყვეტილებებზე შეთანხმების შემდეგ, იარსებებს მასალა სტრატეგიის დოკუმენტის შესაქმნელად.

 

იმედს გამოვთქვამთ, რომ სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი არ იქონიებს გავლენას სტრატეგიის შემუშავების ვადებზე. ჩვენი პროექტის ვადებიდან გამომდინარე, გვინდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ წლის ბოლომდე დარჩენილი დრო და ISET-ისა და ექსპერტების ჩართულობით მოვასწროთ RIA- დასრულება და სტრატეგიის პროექტის შემუშავება პოლიტიკის დაგეგმვის ახალი სტანდარტების შესაბამისად.

 

ამასთან, გვინდა გთხოვოთ, რომ სამინისტროს მხრიდან განისაზღვროს თანამშრომელი, ვინც იმუშავებს სტრატეგიის ტექსტის შემუშავებაზე და კოორდინაციაში იქნება ISET-თან ანგარიშის მომზადების პროცესში (რომ შემდეგ ადვილად მოხდეს  RIA- ში მოცემული მონაცემების ტრანსფორმაცია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ტექსტში) და პოლიტიკის დაგეგმვის ექსპერტთან - ნინა სარიშვილთან, რომ სტრატეგიის დოკუმენტი იყოს პოლიტიკის დაგეგმვის პრინციპებსა და მეთოდოლოგიასთან სრულ შესაბამისობაში.

 

პატივისცემით,

 

მარიკა გორგაძე

 

Marika Gorgadze


Deputy Chief of Party

USAID Contractor/Tetra Tech ARD
Georgia Good Governance Initiative (GGI)
email:
mgorgadze@ggi.ge

mobile: +955 577 725312

 

Pixel Center, 8th Floor

34 Chavchavadze Avenue

Tbilisi  0179, GEORGIA