| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Nino Odisharia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d98240f1aeef4f74a419691ac3ca73c8-Nino Od>; Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K>; Marine Baidauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d4eb81559a6747338929ab76fb710c4f-Marine>; Shorena Okropiridze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=e06645126547418684e536fba3104ff6-Shorena>; Mariam Darakhvelidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=334fb9233a7d4c81b6212c3d1d1008e7-Mariam>; Natia Nogaideli </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=499188b823a44ff2b2ce14d55a31b7df-Natia N>; Ekaterine Adamia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=89b4d31758d34f2cbdcfe688199f6941-Ekateri> |
| Subject : | RE: სავალდებულო იმუნიზაცია |
| Cc : | Nato Chapidze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=9c61f3e155664ce5913a4263eb7d21d1-Nato Ch>; Nino Jinjolava </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=ca84aed4e9c54a1d905dd9850c1d7a81-Nino Ji>; Maia Lagvilava </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=15260613accb455c9ce182cdf061891b-Maia La> |
| Received On : | 17.09.2018 08:26 |
სალამი მეგობრებო,
ნათია, გეთანხმები „ზედამხედველობამ“ ახალი, გაფართოებული შინაარსი შეიძინა.
საქართველოს მასშტაბით ყველა ბავშვს სოციალური სისტემა ვერ ხედავს. სოც მუშაკი, სოც დახმარება და ყველა დანარჩენი მხოლოდ მოწყვლადებზე არის ორიენტირებული, შესაბამისად საზედამხედველო პასუხილსმგებლობის სოციალურ სერვისებზე (მიშაკებზე, აგენტებზე და ა.შ.) დაკისრება არარეალისტურია.
ალბათ უნდა გადაიხედოს და გადანაწილდეს საზედამხედველო როლი ჯადაცვასა და განათლებას (მათშორის სკოლამდელ განათლებას) შორის.
თამუნა
From: Nino Odisharia
Sent: Monday, September 17, 2018 12:10 PM
To: Natia Khmaladze; Marine Baidauri; Shorena Okropiridze; Mariam Darakhvelidze; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia
Cc: Tamar Barkalaia; Nato Chapidze; Nino Jinjolava
Subject: RE: სავალდებულო იმუნიზაცია
დიდი მადლობა ნათია,
გეთანხმები, თუმცა გამოსარიცხია სოც მუშაკების თემა - სოციალური მუშაკი (230 ცალი) როგორ, რა ბერკეტით გააკონტროლებს ამას?
საუკეთესო სურვილებით,
ნუცი
From: Natia Khmaladze
Sent: ორშაბათი, 17 სექტემბერი, 2018 11:21
To: Marine Baidauri
Subject: Re:
მოგესალმებით კოლეგებო, ვფიქრობ ადრე არსებული ჩანაწერი "ზედამხედველობა" ვიდრე აცრები არ იყო სავალდებულო უკავშირდებოდა პროცესის ზედამხედევლობას და ამჯერად როცა უკვე სავალდებულოა კანონით, ამ კონტექსტში "ზედამხედველობამ" უფრო ფართო შინაარსი შეიძინა.
მე ასე ვფიქრობ.
მაშინ ხომ არ ჯობია ზედამხედველობის ნაცვლად ეწეროს სხვა სიტყვა, რომელიც ასოცირდება იმ ღონისძიებებთან, რასაც ეხლა აკეთებს სამინისტრო. არ დაგვავიწყდეს, რომ სამინისტრო არ არის მხოლოდ ნსდს, სამინისტროს ფუნქციებს უნდა შევხედოთ მთლიან კონტექსტში, მაგ. სოცმუშაკის როლს ხომ არ დაუკავშირდება მისი უზრუნველყოფა მშობლის ფუნქციის შესრულების კუთხით და ა.შ.
პატივისცემით,
ნათია
Sincerely,
Natia Khmaladze
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natia@moh.gov.ge
From: Marine Baidauri
Sent: Friday, September 14, 2018 7:20 PM
To: Shorena Okropiridze; Mariam Darakhvelidze; Nino Odisharia; Natia Nogaideli; Ekaterine Adamia
Cc: Natia Khmaladze
Subject: RE: სავალდებულო იმუნიზაცია
მოგესალმებით კოლეგებო,
რა თქმა უნდა ვეთანხმებით იურიდიული დეპარტამენტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მხარი უნდა დავუჭიროთ კანონპროექტს, თუმცა, რაც შეეხება შენიშვნებისა და წინადადებებს, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მხოლოდ 1-ლი პუნქტის გათვალისწინება;
მე-2 პუნქტის შესახებ - აღნიშნული ფორმულირება ისედაც არის კანონის მოქმედ ვერსიაში, ემატება მხოლოდ სიტყვა „სავალდებულო“; ანუ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აცრების ზედამხედველობის კომპეტენცია, ისედაც გააჩნია და ასრულებს არა ცალკეულ პირებზე დევნით, არამედ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელებითა და მონიტორინგით (მათ შორის სამედიცინო სერვისის მიმწოდებლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საშუალებით), სამედიცინო დაწესებულებების მარეგულირებელი ნორმებით, პირველადი ჯანდაცვის ქსელზე ზედამხედველობის განხორციელებით, ასევე შესაბამისი ნორმებისა და რეგლამენტების შემოღებით, რომელიც განსაზღვრავს საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში მიღებისას წარსადგენი სამედიცინო ცნობების (რომელიც უნდა მოიცავდეს სრულ ინფორმაციას ჩატარებული აცრების, მათ შორის უკუჩვენებების და ა.შ. შესახებ ინფორმაციას) შემოღებას და ა.შ.
მე-3 პუნქტის შესახებ - სხვადასხვა სფეროებში დასაქმებული აუცრელი კონტიგენტისათვის განსხვავებული რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით მთავრობის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით ჩანაწერის დამატება, ჩვენი აზრით, არ არის აუცილებელი, რადგანაც „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით სამინისტროს აქვს ვალდებულება განსაზღვროს
ბ) „იმ საქმიანობათა ნუსხა, რომლებისთვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური იმუნიზაცია“;
დ)„იმ დაწესებულებების ნუსხა, სადაც ფიზიკური პირის დასაქმება დაიშვება მხოლოდ პროფილაქტიკური იმუნიზაციის ჩატარების შემდეგ“.
რაც შეეხება შენიშვნების ფორმულირებას იხ. მიბმული ფაილი.
პატივისცემით,
მარინე ბაიდაური
From: Shorena Okropiridze
Sent: 14 September, 2018 15:57
To: Mariam Darakhvelidze; Nino Odisharia; Natia Nogaideli; Marine Baidauri; Ekaterine Adamia
Cc: Natia Khmaladze
Subject: Fw: სავალდებულო იმუნიზაცია
მოგესალმებით კოლეგებო,
როგორც იცით, ინიცირებულია კანონპროექტი სავალდებულო იმუნიზაციის შესახებ, რომლის მიხედვით მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია, აცრას ბავშვი, ხოლო ამ პროცესზე ზედამხედველობა სამინისტროს კომპტენეციაა.
ჩვენ მოვამზადეთ გასაგზავნი შენიშვნების დრაფტი, გიგზავნით კანონპროექტთან ერთად და გთხოვთ, ორშაბათს გვაცნობოთ თქვენი პოზიცია, რამდენად მისაღებია დასკვნის ასეთი რედაქცია.
პატივისცემით, შორენა
Sincerely,
Shorena Okropiridze
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal Drafting Division
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 77 282881
Mail: shorenao@moh.gov.ge
From: Ana Shikhashvili
Sent: Friday, September 14, 2018 3:49 PM
To: Shorena Okropiridze
Subject:
Ana Shikhashvili
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
Legal Department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel.: +995 32 2510031 (0608)
E-mail: Ashikhashvili@moh.gov.ge