| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Ketevan Melikadze <kmelikadze@unicef.org> |
| Subject : | RE: რეგიონული კონფერენცია სოციალურ სამუშაოს განვითარებაში (ბუქარესტი 21-23 ნოემბერი 2018 წ ) |
| Cc : | Nino Odisharia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d98240f1aeef4f74a419691ac3ca73c8-Nino Od>; Mari Tsereteli <MTsereteli@ssa.gov.ge>; Elza Telia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f16c231e7d4d498e9a56ad73d2d36edf-Elza Te> |
| Received On : | 18.07.2018 10:33 |
| Attachments : |
ქეთი სალამი,
უკაცრავად დროულად ვერ გიპასუხეთ წერილზე. მე თანახმა ვარ დავესწრო კონფერენციას და ვიყო დელეგაციის ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ ბევრ საინტერესო საერთაშორისო პრაქტიკას მოვისმენთ.
საუკეთესო სურვილებით,
თამუნა ბარკალაია
From: Ketevan Melikadze [mailto:kmelikadze@unicef.org]
Sent: Thursday, July 12, 2018 3:32 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Nino Odisharia; Mari Tsereteli; Elza Telia
Subject: რეგიონული კონფერენცია სოციალურ სამუშაოს განვითარებაში (ბუქარესტი 21-23 ნოემბერი 2018 წ )
თამუნა გამარჯობა, იმედია თქვენკენ მშვიდობაა!
თამუნა, შემდეგ საკითხზე გაწუხებთ (ნუცი და მარი უკვე ინფორმირებულები არიან): ამა წლის ნოემბრის ბოლოს იუნისეფის რეგიონული ოფისი აწყობს რეგიონულ კონფერენციას რუმინეთში (ბუქარესტი, 21-23 ნოემბერი) სოციალურ სამუშაოს განვითარების შესახებ. ამ კონფერენციის ორგანიზებისათვის და კონფერენციაზე რამდენიმე ქვეყნის საინტერესო ქეისის მოსამზადებლად რეგიონმა დაიქირავე კომპანია OPM (Oxford Policy Management), რომელსაც სოციალურ პოლიტიკაში კვლევების წარმოების და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის ანალიზის დიდი გამოცდილება აქვს. OPM-მა, რეგიონულ ოფისთან ერთად შეარჩია რამდენიმე სამაგალითო ქვეყანა, მათ შორის საქართველო. წინასწარი ვარაუდით, ქეისი მიმოიხილავს ქვეყანაში სოციალური მუშაობის განვითარების ეტაპებს, პროფესიის წინაშე მდგარ გამოწვევებს და მათი მოგვარებისაკენ მიმართულ ღონისძიებებს.
ამ კონფერენციაზე დასასწრებად და საქართველოს პროგრესის წარმოჩენისთვის გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოს დელეგაციის გამგზავრებას ბუქარესტში. დელაგაციის ზომაზე ჯერ მიჭირს საუბარი, რადგან ეს რესურსებთანაა დაკავშირებული, რომლის შესახებ ჯერ არ მაქვს მკაფიო წარმოდგენა. თუმცა, ამ ეტაპზე, იუნისეფის რეგიონული ოფისი მთხოვს, რომ მივუთითო დელეგაციის ხელმძღვანელი (the lead delegate), რომელიც მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე იქნება.
თქვენი უწყებრივი წარმომადგენლობის და სამსახურებრივი მანდატის, ასევე თქვენი პროფესიული გამოცდილებისა და ცოდნის გათვალისწინებით, ვთვლით, რომ თქვენ იქნებით აღნიშნული დელეგაციის საუკეთესო ხელმძღვანელი. ნუცი და მარი სრულად იზიარებენ ჩემს მოსაზრებას. მოგვიანებით, დელეგაციის ხელმძღვანელი UNICEF-თან კონსულტაციის შეარჩევს სხვა დელეგატებსაც. თუმცა ეს მომდევნო ეტაპის საქმეა.
თამუნა, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, თქვენს საკონტაქტო ინფორმაციას მივაწოდებ იუნისეფის რეგიონულ ოფისს, რათა მათ გამოგიგზავნონ ფორმალური მოწვევა თხოვნით, რომ იყოთ დელეგაციის ხელმძღვანელი.
ამ წერილს ვურთავ სოციალური სამუშაოს კონფერენციის მოკლე მიმოხილვას. აგრეთვე, თუ შესაძლებელია, რომ შევხვდეთ მომდევნო კვირაში (მე კვირის დასაწყისში არ ვარ თბილისში), მაგალითად 19 ან 20 ივლისს, რათა უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ რა ეტაპზე ვართ და რას ვგეგმავთ ამ მიმართულებით.
მე მესმის, რომ ნოემბრამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე მოლოდინია წინასწარ თანხმობაზე.
დიდი მადლობა და ველი თქვენს პასუხს.
საუკეთესო სურვილებით,
ქეთი მელიქაძე
Ketevan Melikadze
Social Welfare Officer
United Nations Children's Fund (UNICEF)
9 eristavi str., Vake UN House, IV Floor 0179 Tbilisi, Georgia
phone: +995 322 251129 # 145 fax: +995 322 251236
mobile: +995 593 304809
email: kmelikadze@unicef.org
Skype name: Keti Meli
website: www.unicef.ge