From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : salome.namicheishvili@tsu.ge
Subject : RE: პასუხი შემოთავაზებაზე
Received On : 26.02.2019 15:45

სალომე საღამო მშვიდობის,

 

მეგონა გიპასუხე შენს მეილზე და ახლა მივხვდი, რომ თურმე პასუხი არ მომიწერია.

 

ძალიან სამწუხაროა შენი გადაწყვეტილება, თუმცა მესმის შენი და ვაფასებ შენს პირდაპირობას.  მე მაინც მგონია, რომ თუ ცვლილება გინდა შიგნიდან უფრო მეტი შანსი გაქვს ვიდრე გარედან, ჩემი პირადი მოტივაციაც სწორედ ეს არის.

 

დიდ პატივს გცემ როგორც პროფესიონალს და იმედი მაქვს ვითანამშრომლებთ ამ რთული პრობლემის გადაჭრის პროცესში.

 

წარმატებები,

 

თამუნა  

 

From: Salome Namitcheishvili [mailto:salome.namitcheishvili@tsu.ge]
Sent: Thursday, February 21, 2019 8:50 AM
To: Tamar Barkal
aia
Subject:
პასუხი შემოთავაზებაზე

 

ძვირფასო თამუნა, დილამშვიდობის, 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის თანამდებობის შემოთავაზებისთვის. ძალიან ბევრი ვიფიქრე ეს დღეები, თითქმის დადებით გადაწყვეტილებამდეც კი მივედი  მიმეღო ეს გამოწვევა, მაგრამ მაინც მიწევს უარის თქმა და ამ წერილით მინდა ავხსნა უარის თქმის მთავარი არგუმენტი. 

ჩემი ხედვით ამ ეტაპზე სისტემის კრიზისის დასაძლევად და მისი რეფორმირებისთვის  საჭიროა ჩვენი მუშაობა "განვითარების სცენარით" წარიმართოს, როცა  სისტემის ეფექტიანობის გაუმჯობესებისათვის სათანადო დამატებითი რესურსის მობილიზება შესაძლებელია. ჩემი აზრით, სოციალურ სფეროში მეტი რესურსების ინვესტირების პოლიტიკური მზაობა მთავრობას  არ აქვს. უკეთეს შემთხვევაში, ასეთი მზაობის შექმნისათვის მუშაობაა საჭირო. ასეთ მუშაობაში  გარედან უფრო დაგეხმარებით ვიდრე სისტემაში ჩემი ჩართვის შემთხვევაში. თანამდებობაზე ჩემი ყოფნისას ვერც მე და ვერც ასოციაცია კრიტიკული ვერ ვიქნებით მთავრობის ნაბიჯებისადმი. არადა მთავრობას შეუძლია ყველა ჩვენს  გემგას ხაზი გადაუსვას არასათანადო დაფინასებით. ასეთი რამ მათთვის უფრო ადვილი გასაკეთებლი იქნება, როცა მე ვიქნები დაგეგმვაში ჩართული, რამდენადაც მე პოლიტიკური ზურგი არა მაქვს და განტევების ვაცის როლში იოლად აღმოვჩნდები. 

ძალიან ვწუხვარ, რომ უარის თქმა მიწევს და ვიმედოვნებ, რომ გამოინახება გზები სისტემაში არსებული კრიზის დასაძლევად, ხოლო ჩვენ კი ერთობლივი მუშაობის შესაძლობა მოგვეცემა მომავალში.  

პატივისცემით,

სალომე 

Salome Namitcheishvili, PhD, MSW

Associate Professor 

Head of Social Work BA Programe 

Iv. Javakhishvili Tbilisi State University

Faculty of Social and Political Sciences, Sociology and Social Work Division

Address: Building 4, Chavchavadze Ave. #8

Mobile: + 995 99 711 719

Email: salome.namitcheishvili@tsu.ge

Web page: www.tsu.edu.ge