| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | tamta mikeladze <t.mikeladze@yahoo.com> |
| Subject : | RE: მოწვევა_გასვლით შეხვედრაზე_H. Boell foundation_EMC |
| Cc : | Elza Telia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f16c231e7d4d498e9a56ad73d2d36edf-Elza Te> |
| Received On : | 08.10.2018 12:17 |
| Attachments : |
თამთა მოგესალმებით,
დიდი მადლობა მოწვევისათვის. გიდასტურებთ დასწრებას. თუ რამე შეიცვალა ჩემს გრაფიკში და ვერ მოვახერხებ წამოსვლას წინასწარ შეგატყობინებთ. გთხოვთ საორგანიზაციო საკითხები გაიაროთ ჩემს თანაშემწესთან, ელზა თელიასთან (CC-შია ჩასმული).
საუკეთესო სურვილებით,
თამილა ბარკალაია
მინისტრის მოადგილე
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 281 281
From: tamta mikeladze [mailto:t.mikeladze@yahoo.com]
Sent: Saturday, October 06, 2018 5:08 PM
To: Tamar Barkalaia
Subject: მოწვევა_გასვლით შეხვედრაზე_H. Boell foundation_EMC
ქალბატონო თამილა სალამი,
გწერთ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) სახელით.
10-11 ნოემბერს (2018) ჩვენი ორგანიზაცია ჰაინრიხ ბიოლის ფონდთან ერთად გეგმავს ორდღიან გასვლით ღონისძიებას სასტუმროში ‘ლოპოტა’, სადაც პოლიტიკოსების/რელევანტური საჯარო მოხელეების, მკვლევარებისა და სამოქალაქო აქტივისტების ჩართულობით, მრავალმხრივი და კრიტიკული დიალოგის ფარგლებში, გვინდა ქალთა უფლებებისთვის ორი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა. ეს საკითხებია:
1. ქალთა ეკონომიკური გაძლიერებაზე მიმართული პროექტების/პოლიტიკის ძირითად გამოწვევები;
2. ჰომოფობიის პოლიტიკური და სოციალური ასპექტები.
შეხვედრის ფარგლებში ექსპერტები ზემოთ მითითებულ პრობლემურ საკითხებზე პოლიტიკის ხედვებს და რეკომენდაციებს წარმოადგენენ. ამასთან, კონკრეტულ თემაზე დისკუსიის ფარგლებში მოვისმენთ სამოქალაქო აქტივისტებისა და თემის წევრების პერსპექტივას და შეფასებებს. ამგვარი მიდგომა საკითხის მრავალმხრივი გააზრების შესაძლებლობას მოგვცემს და ვფიქრობთ, რომ დისკუსიებში მონაწილე პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეებისთვის საინტერესო აკადემიური და grass root დაკვირვებების გაზიარების შესაძლებლობა იქნება.
სახელმწიფო ინსტიტუტებიდან ვიწვევთ პარლამენტის წევრ ქალებს, აღმასრულებელი ხელისუფლებიდან რელევანტური უწყებების წარმომადგენელ ქალებს, რომლებიც ჩართულები არიან ქალთა უფლებებისთვის ბრძოლაში და მუშაობაში. მათთან შეთანხმებებს ეხლა ვაწარმოებთ.
იმედი გვაქვს, რომ მოახერხებთ შეხვედრაში მონაწილეობას. გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი გადაწყვეტილების შესახებ. საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით დამატებით კიდევ შეგეხმიანებით.
წინასწარ გიხდით დიდ მადლობას დაინტერესებისთვის.
საუკეთესო სურვილებით,
თამთა
Tamta Mikeladze - Equality Policy Program Director
Human Rights Education and Monitoring Center (EMC)
12a, Ir. Abashidze str, 0179, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 223 15 58
humanrightsemc@gmail.com
twitter: https://twitter.com/ EMCrights
fb: http://fb.com/RIGHTSEMC