From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Levan Pachkoria <LPachkoria@ssa.gov.ge>; nodisharia@moh.gov.ge; zaza.sopromadze@gmail.com; ksongulashvili@ssa.gov.ge; tmodebadze@ssa.gov.ge; MTsereteli@ssa.gov.ge; vgazdeliani@ssa.gov.ge; tbarkalaya@gmail.com; ADateshidze@moh.gov.ge; ptsadzikidze@ssa.gov.ge
Subject : RE: კონტროლის დეპარტამენტის შენიშვნები
Received On : 15.12.2017 15:53
Attachments :

პატივცემულო კოლეგებო, დიდი მადლობა პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის და კომენტარებისთვის. ჩემი აზრით გასათვალისწინებელია თითოეული კომენტარი/მოსაზრება, თუმცა მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება დროის სიმცირეზე. ჩვენ ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისათვის, რომ კონტროლის მექანიზმი დავხვეწოთ და იდეალური მექანიზმი ჩამოვაყალიბოთ. მე და დარწმუნებული ვარ თქვენც არანაირი სურვილი არ გაქვთ პროგრამის უწყვეტობა საფრთხის ქვეშ დავაყენოთ. ვითვალისწინებ რა ამ ფაქტს, მინდა შემოგთავაზოთ შემდეგი: 1) მივიღოთ აღნიშნული მექანიზმი იმ ფორმით, რომლიც ნუციმ ბოლოს გამოაგზავნა და მე ამ წერილის დანართში ჩავსვი. (ჩემი აზრით ეს კარგი პირველი ნაბიჯია კონტროლის გამკაცრებისაკენ გადადგმული). 2) დაველოდოთ ბოლო კვირის განმავლობაში განხორციელებული შემოწმების შედეგებს და გავაანალიზოთ ეს შედეგები. 3) მომვალი წლის იანვარ-თებერვალში აქტიურად ვითანამშრომლოთ, რათა ჩამოვაყალიბოთ გაუმჯობესებული, პრაქტიკიდან გამომდინარე კონტროლის მექანიზმი, რომლითაც ყველა კმაყოფილი დავრჩებით. 4) შესაბამისი ცვილებები შევიტანოთ აღნიშნულ პროგრამაში და ხელახლა გავიტანოთ დასამტკიცებლად. ეს პროცესი შეთანხმებულია მინისტრთან და იმედი მაქვს თქვენთვის მისაღები იქნება. პატივისცემით და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის იმედით, თამუნა ბარკალაია