From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : shota jamburidze <shjamburidze@moh.gov.ge>
Subject : RE: ელექტრონული ჯანდაცვის პროექტები
Received On : 17.01.2018 12:16

შოთა მოგესალმებით,

 

მოდით შევხვდეთ მე და თქვენ ამ საკითხზე და დავილაპარაკოთ.  ხვალ 16:00ზე?

 

From: shota jamburidze [mailto:shjamburidze@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, January 17, 2018 3:32 PM
To: Tamar Barkalaia
Subject:
ელექტრონული ჯანდაცვის პროექტები
Importance: High

 

მოგესალმებით ქალაბატონო თამარ,

გილოცავთ განვლილ დრესასწაულებს და დამდეგ ნათლისღებას!

 

შოთა ჯამბურიძე გახლავართ, ელექტრონული ჯანდაცვის პროექტების მენეჯერი.

 

შექმნილი სიტუაციის და მცირედი გაურკვევლობის გამო მინდოდა რამოდენიმე საკითხი დამეზსტებინა თქვენთან.

 

პირველ რიგში არ ხდება ელექტრონული რეცეპტების პროექტის ცნტრალური კოორდინაცია. ბოლო თვეებია მიმდინარეობს ქმედებები როგორც იტყვიან on ad hoc basis, რაც სერიოზული მენეჯერული პრობლემაა. არ გვაქვს დირექტივები, მაილსთოუნები, რომლის მიხედვითაც უნდა წავიყვანოთ პროექტი, მითუმეტეს როდესაც მისი მოხმარება სავალდებულოდ უნდა გამოცხადდეს უახლოეს მომავალში. ამას გარდა მე ყოველდღიურად თითქმის 50-მდე მოქალაქეს ვპასუხობ და ვაწვდი ინფორმაცია პროექტის თაობაზე, თუმცა ისიც არ ვიცოდი რომ ტრენინგები დანშნა თურმე ჯანდაცვის დეპარტამენტმა და ასევე მიუღიათ გადაწყვეტილება პროექტის კონცეფციის ცვლილების და სისტემაში სამედიცინო დაწესებულებების დარეგისტრირების (რომელი იდეაც მე 1 წლის წინ ვთქვი, და მაშინ დიდი წინააღმდეგობა გამიწიეს).  იმის თქმა მინდა რომ პროექტი არ მიმდინარეობს ორგანიზებულად. არ ვიცი ვინ იღებს ბოლო დროინდელ გადაწყვეტილებებს, მაგრამ მე პირადად ველოდებოდი და ახლაც ველოდები დირექტივებს თქვენგან. და ასევე იქნებ განვსაზღვროთ პროექტში ჩართული მხარეების უფლება მოვალეობები. რაც პროექტის მენეჯერი ვარ, ვცდილობ მაქსიმალურად კოლეგიალურად და პირველ რიგში საქმის ეფექტურად განხორციელების ინტერესებიდან ვიმოქმედო, თუმცა თქვენც მოგეხსენებათ რომ ჩვენს უწყებაში ეფექტურად მუშაობა ბევრ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მე ყოველთვის ჩემს მოვალეობად მივიჩნევდი ჩემს პასუხისმგებლობაში არსებული პროექტების გეგმის მიხედვით წაყვანას, და ვადაგადაცილებებსა თუ საქმის არაჯეროვნად შესრულებაზე შესაბამისი კომენტარის, შენიშვნის გაცემას და მოკლედ რომ ვთქვათ ყოველთვის მაქვს რეაქცია საქმის არ შესრულებაზე მიუღებელი არგუმენტაციების გამო, რაც ბევრ ჩვენს თანამშრომელში უაროყოფით რეაქციას იწვევს, და ხშირად უთქვამთ რომ მე ჯერ ვერ მივეჩვიე არსებულ სიტუაციას, და რომ სამინისტროში ისე არ სრულდება საქმეები როგორც მე საზღვარგარეთ მუშაობისას ვიყავი მიჩვეული. შესაბამისად ძალიან ბევრი საქმე, რომელიც უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდა. თუმცა მე პირადად შესაბამისი უფლება მოსილება არ გამაჩნია რომ დასჯის ან მოტივირების მეთოდები გამოვიყენო, ხოლო პროექტებში ჩართული თანამშრომლები ზოგი პირადი მოტივით, ზოგი კი სიზარმაცით თავს არიდებს პროექტების ფარგლებში შესაბამისი სამუშაოს გაწევას . შესაბამისად სრულყოფილ მენეჯმენტს ვერ ვახორციელებ.

ამიტომ საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ჩემი თხოვნა იქნება მინისტრის ბრძანები დავარეგულიროთ ელ-რეცეპტების პროექტზე მუშაობის წესები. განვსაზღვროთ ჩართული მხარეები და მათი უფლება მოვალეობები. როგორც წესი დასავლეთში სააგენტოებს ქმნიან მსგავსი მასშტაბის პროექტების სამართვად, და ჩვენ იქნებ ამ ეტაპზე სამუშაო ჯგუფის ფორმალიზება მაინც მოვახდინოთ.

 

რაც შეეხება ელექტრონულ ისტორიებს, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით მუშაობა შეჩერებულია, და ისევ მაღალი დონის მენეჯმენტისგან, ანუ თქვენგან და მინისტრისგან ელიან დირექტივებს.

 

ჩემი მოვალეობა იყო სიტუაცია გამეცნო თქვენთვის, და ვიმედოვნებ დრო გექნებათ საკითხის კიდევ უფრო ღრმად შესასწავლად. როდესაც შეძლებთ იქნებ შევხვდეთ და სამომავლო გეგმებზე ვისაუბროთ.

 

პატივისცემით,

შოთა

 

 

 

Shota Jamburidze

Project Manager

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

Mobile: (+995) 598 331175

Email: shjamburidze@moh.gov.ge