| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Shorena Okropiridze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=e06645126547418684e536fba3104ff6-Shorena> |
| Subject : | RE: დასკვნა - სტაჟირებაზე |
| Cc : | Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K>; Elza Jgerenaia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d3085d273ee841e88ba3026ab58665f0-Elza Jg> |
| Received On : | 15.05.2018 11:31 |
გადავხედე შორენა. შენიშვნა არ მაქვს. შეგიძლია ატვირთო.
მადლობა,
თამუნა
From: Shorena Okropiridze
Sent: Monday, May 14, 2018 5:18 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Natia Khmaladze; Elza Jgerenaia
Subject: დასკვნა - სტაჟირებაზე
ქნ თამუნა,
სტაჟირებასთან დაკავშირებით, ჩვენი შეხვედრის გათვალისწინებით, დასკვნამ ასეთი სახე მიიღო.
თქვენი, როგორც საკითხის კურატორისა და ამავდროულად, საპარლამენტო მდივნის, თანხმობის შემთხვევაში, ავტვირთავთ მთარობის ელ. პროგრამაში.
პატივისცემით, შორენა
პასუხი #11332 ატვირთულ საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განიხილა ელექტრონული მთავრობის პროგრამაში ატვირთული საქართველოს პარლამენტის საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებთან დაკავშირებითაც გაცნობებთ შემდეგს:
წარმოდგენილი ინიციატივის მიხედვით („საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი), სტაჟირება მოაზრებულია, როგორც ,,შრომითი ურთიერთობის“ შემდგენელი ნაწილი: -
,,შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. შრომითი ურთიერთობა ასევე შეიძლება ითვალისწინებდეს ანაზღაურებით, ანაზრაურების გარეშე შრომით ურთიერთობას სტაჟიორსა (პრაქტიკანტი) და დამსაქმებელს შორის.“ (მე-2 მუხლის პირველი ნაწილი).
შესაბამისად, მოცემული ცვლილებით, სტაჟირება გაიგივებულია ,,შრომითი ურთიერთობასთან“ და განხილულია, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი.
მოცემულ განმარტებასთან დაკავშირებით, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ყველა საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება (გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია) შრომითი ურთიერთობისას ამახვილებს ყურადღებას შრომის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი „სამართლიან ანაზღაურებაზე“, რაც გულისხმობს პირისათვის შრომის ანაზღაურების გადახდას შესრულებული სამუშაოს რაოდენობის, ხარისხის, მოცულობისა და სხვ. პროპორციულად. გამომდინარე იქიდან, რომ პრაქტიკანტი/სტაჟიორი კვალიფიკაციის ამაღლებასთან, პროფესიის უკეთ შესწავლასთან ერთად დამსაქმებლისთვის ასრულებს გარკვეული ტიპის, რაოდენობის, მოცულობის სამუშაოს, მას უნდა ჰქონდეს შესაბამისი შესრულებული სამუშაოს პროპორციული ანაზღაურების მიღების უფლება.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) „შრომითი ურთიერთობების შესახებ“ 198-ე რეკომენდაციის მიხედვით შრომითი ურთიერთობის არსებობის ინდიკატორია სამუშაოს შესრულებისთვის ანაზღაურების გადახდა. რეგულარული, პერიოდული ანაზღაურების მიღება წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის მაიდენტიფიცირებელ მნიშვნელოვან კრიტერიუმს.
საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს შრომითი ხელშეკრულების მხარეთა ვალდებულებებს, მათ შორის, დასაქმებულისათვის სამუშაოს შესრულების ვალდებულებას და დამსაქმებლისთვის ანაზღაურების გადახდის ვალდებულებას. ეს არის შრომითი ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელი ძირითადი ელემენტი, რომელთა გარეშეც შრომითი ხელშეკრულების არსებობა გამორიცხულია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ შეიცავს შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს და შრომის ანაზღაურება წარმოადგენს შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებით პირობას, რომლის შეცვლაც შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
„შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ან დასაქმებასთან დაკავშირებული ურთიერთობების შესახებ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთა ინფორმირების ვალდებულების შესახებ“ 1991 წლის 14 ოქტომბრის ევროსაბჭოს 91/533/EEC დირექტივა, რომლის საქართველოს კანონმდებლობაში ტრანსპოზიციის ვადად განსაზღვრულია 2018 წელი, შეიცავს შრომითი ხელშეკრულების ან შრომითი ურთიერთობების არსებითი პირობების შესახებ სავალდებულო ჩამონათვალს და ცალკე პუნქტად გამოყოფს შრომის ანაზღაურების საკითხს. დირექტივა ყურადღებას ამახვილებს არა მხოლოდ შრომის ანაზღაურებაზე, არამედ შრომის ანაზღაურების საწყის მოცულობაზე, სხვა შემადგენელ ნაწილებზე, ასევე შრომის ანაზღაურების გადახდის პერიოდულობაზე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, თუ კანონმდებლის პოზიცია არის ის, რომ სტაჟირება არის შრომითი ურთიერთობის ნაწილი, მაშინ გარდა ზემოხსენებული ფაქტორებისა, ასევე გასაანალიზებელია კანონმდებლის ხედვა და პოზიცია ისეთ ფაქტორებზეც, რაც ასევე უკავშირდება შრომითი ურთიერთობის მონაწილეს, ანუ ანაზღაურებადი შვებულება, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებით სარგებლობის უფლება, ასევე, დროებითი შრომისუუნარობის გამო შვებულების მიღების უფლება, და ა.შ.
2. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებაში სტაჟირების აღიარებას ანუ შრომის სტაჟში ჩათვლის საკითხს, გვინდა შევნიშნოთ, რომ მოცემული საკითხის არაადმინისტრირებადობის გათვალისწინებით, მან შესაძლოა მიიღოს ფორმალური ხასიათი, რაც ასევე დაუკავშირდება რეალურად გამოცხადებულ ვაკანსიაზე სტაჟის მარტივად დადასტურებას. აღნიშნული კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა იმ კონტექსტში, სადაც სტაჟი მიბმულია სახელმწიფო ბენეფიტების მიღებასთან (მაგ. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ კანონი).
3. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტზე ჩვენი შენიშვნები ვრცელდება შესაბამის თავისებურებათა გათვალისწინებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ წარმოდგენილი ინიციატივა საჭიროებს დამატებით ანალიზს და მსჯელობას, ყველა შესაძლო რისკის და მოსალოდნელ შედეგის განჭვრეტადობის გათვალისწინებით. ასევე, მიგვაჩნია, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების მიღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფორმატში.