From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Lika Klimiashvili </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=07e5375ce676406e8328e6f3ca148e5d-Lika Kl>
Subject : RE: არასრუწლოვნები/კოდექსი
Received On : 18.07.2019 08:12

მადლობა ლიკა

 

From: Lika Klimiashvili
Sent: Thursday, July 18, 2019 12:00 PM
To: Tamar Barkalaia
Subject:
არასრუწლოვნები/კოდექსი

 

საქართველოს ორგანული კანონისაქართველოს შრომის კოდექსიგანსაზღვრავს სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკს და შრომითი ქმედუნარიანობის წარმოშობა (მუხლი 4).

კოდექსის შესაბამისად, შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან და აუცილებელია არასრულწოვანის კანონიერი წარმომადგენლის ან მზრუნველობის/მეურვეობის ორგანოს თანხმობა. თუმცა, ასევე აუცილებელია რომ შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგებოდეს  არასრულწლოვნის ინტერესებს, ზიანს არ აყენებდეს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდდეს მას სავალდებულო დაწყებითი და საბაზო განათლების მიღების უფლებასა და შესაძლებლობას.

 

კოდექსი ასევე განმარტავს, რომ  14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხოლოდ სპორტულ, ხელოვნებასთან დაკავშირებულ და კულტურის სფეროში საქმიანობაზე, ასევე სარეკლამო სამუშაოს შესასრულებლად.

 

კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, აკრძალულია არასრულწლოვანთან შრომითი ხელშეკრულების დადება სათამაშო ბიზნესთან, ღამის გასართობ დაწესებულებებთან, ეროტიკული და პორნოგრაფიული პროდუქციის, ფარმაცევტული და ტოქსიკური ნივთიერებების დამზადებასთან, გადაზიდვასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოების შესასრულებლად.

 

ისევე როგორც, აკრძალულია არასრულწლოვანთან, შრომითი ხელშეკრულების დადება მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი სამუშაოების შესასრულებლად.

 

კოდექსის გარდა მინიმალური ასაკისა განსაზღვრავს სამუშაო დროის ხანგრძლივობას (მუხლი 14, მუხლი 17), კერძოდ16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 24 საათს.

აკრძალულია არასრულწლოვნის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე.

 

ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება:

-         16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვისკვირაში 36 საათს

-         14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვისკვირაში 24 საათს.

 

შრომის კოდექსის თანახმად, აკრძალულია ღამის სამუშაოზე (22 საათიდან 6 საათამდე) არასრულწლოვნის დასაქმებამისი თანხმობის გარეშე.