From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Maia Lagvilava </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=15260613accb455c9ce182cdf061891b-Maia La>
Subject : Fwd: სავალდებულო იმუნიზაცია
Received On : 05.10.2018 11:47


FYI
Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
Date: October 5, 2018 at 3:43:13 PM GMT+4
To: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject: სავალდებულო იმუნიზაცია

თამუნა,

 

მოთხოვნისამებრ გწერ იმ სცენრას თუ იმუნიზაცია იქნება სავალდებულო და ექიმი ვერ დაარწმუნებს მშობლებს რომ ბავშვი აცრან, მაშინ, მშობელი/მეურვე/კანონიერი წარმომადგენელი ჩაითვლება „მოძალადედ“  (ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე, მთავრობის დადგენილება 437), ბავშვის არ აცრა ჩაითვლება უგულებელყოფად მუხლი 3: თ.უგულებელყოფა - მშობლის/მშობლების, სხვა კანონიერი წარმომადგენლის ან/და სხვა პასუხისმგებელი პირის მიერ ბავშვის ფიზიკური (მათ შორის, კვება, ჰიგიენა, საცხოვრისი),  ფსიქოლოგიური საჭიროებების დაუკმაყოფილებლობა, საბაზისო განათლების უფლების შეზღუდვა, საფრთხისაგან დაუცველობა, დაბადების რეგისტრაციის ან/და ბავშვისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოწესრიგებისათვის, აგრეთვე სამედიცინო და სხვა მომსახურებით სარგებლობისათვის აუცილებელი მოქმედებების განუხორციელებლობა, თუკი მშობელს (მშობლებს), სხვა კანონიერ წარმომადგენელს ან/და სხვა პასუხისმგებელ პირს აქვს (აქვთ) სათანადო ინფორმაცია, შესაძლებლობა და ხელი მიუწვდება (მიუწვდებათ) შესაბამის მომსახურებაზ

და შესაძლოა სოციალურიმომსაუხრების სააგენტოს დასჭირდეს ბავშვის გამოყვანა ოჯახიდან ამ მუხლის საფუძველზე, თუ არ გამოიყვანს და შემდეგ ბავშს რამე დაემართება აცრის არ ჩატარების გამო სააგენტო იქნება პასუხიმგებელი. (აღსრულება იქნება უდავოდ ძალიან რთული)

 

ვარიანტი მეორე: ბავში გადხა ავად (ვაქცინაციის გარეშე და დაიღუპა ან მოხვდა საავადმყოფოში  აქ იმავე მუხლის სხვა პუნქტია : .ფიზიკური ძალადობა - ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, მათ შორის, ბავშვის ფიზიკური დასჯისკენ მიმართული მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს;

 

ამ მუხლის საფუძველზეც იგივე ქმედება იქნება ჩასატარებელი სააგენტოს მიერ - გარდაცვალების შემთხვევაში სისხლის სამართლის რომელი მუხლი ამოქმედდება არ ვიცი, რადგან მშობელმა იცოდა რომ ბავშვის აუცრელობა შესაძლოა ფატალურ შედეგამდე მივიდეს და არ განახორციელა. ეს ალბათ შსს პროკურატურასთან იქნება გასავლელი.

 

ორივე შემთხვევაში ამავე დადგენილებით რეფერირებას „ძალადობის“ შესახებ შეატყობინებს სამედიცინო მომსახურების განმხორციელებელი (მათ შროსი სოფლის ექიმიც).

 

 

ნუცი

 

Nino (Nutsi) Odisharia

Head of Social Protection Department

 

Ministry of Internally Displaced Persons

from  Occupied Territories, Labor,

Health and Social Affairs

 

144 Tsereteli Avenue, 0119   Tbilisi, Georgia

 

Tel: +995 32 2510037 (0510)