From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : David Sergeenko </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b13fbcb8c30b4bd09e3ee05bf7a15608-David S>
Subject : Fwd: ინფორმაცია
Received On : 20.07.2018 17:18
Attachments :


ბ-ნო დავით, ხვალ უნდა გავუგზავნოთ ადმინისტრაციას ჩვენი მოსაზრება მე6-მე7 პუნქტებთან დაკავშირებით.  ვფიქრობთ გავუგზავნოთ შემდეგი მოსაზრება:

მეშახტეთა და მაღაროელთა საპენსიო ასაკთან დაკავშირებით ინიციატივა განხილული იქნა სამხრივი კომისიის სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც ინიციატივა წარმოდგენილი იქნა პროფკავშირების მიერ.

ინიციატივა შეეხებოდა შახტში და მაღაროში დასაქმებული ადამიანების საპენსიო ასაკის დაწევას ქალებისთვის 50, ხოლო მამაკაცებისთვის 55 წლამდე.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა კომპანიასთან დაკავშირება და ინფორმაციის გამოთხოვა კომპანიაში დასაქმებულ პირთა შესახებ, რათა გარკვეულიყო თუ რამდენი ადამიანია დასაქმებული შახტებსა და მაღაროებში, რომლებიც ასრულებენ მიწისქვეშა სამუშაოებს.

კომპანიამ წარმოადგინა იმ პირთა რაოდენობა და სამუშაო სტაჟი, რომელთაც შეეხება აღნიშნული ინიციატივა დასაქმებულთა შორის. ვინაიდან ჯი-აი-ჯი-მ ოპერირება დაიწყო 2006 წლიდან, წარმოდგენილი ინფორმაცია  არ არის ამომწურავი, რადგან რიგ შემთვევებში კომპანიას არ მოეპოვება დაზუსტებული ინფორმაცია  ყველა პირის სტაჟთან დაკავშირებით. 

ჩვენი მხრიდან პრინციპული წინააღმდეგობა აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით არ გვაქვს თუმცა არსებობს რისკი, რომ  ერთმა პრეცენდენტმა გამოიწვიოს სხვა რეგიონებში მომეტებული რისკის სექტორებში დასაქმებულთა წახალისება, მსგავსი შეღავათების მიღების მიზნით.

 რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, უნდა გაანალიზდეს ფინანსთა სამინისტროს მიერ.



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Glonti <nglonti@gov.ge>
Date: July 20, 2018 at 12:44:47 PM GMT+4
To: "garveladze@moesd.gov.ge" <garveladze@moesd.gov.ge>, "tbarkalaia@moh.gov.ge" <tbarkalaia@moh.gov.ge>, "gcherkezishvili@moesd.gov.ge" <gcherkezishvili@moesd.gov.ge>, "giorgi.kakauridze@mof.ge" <giorgi.kakauridze@mof.ge>, "g.tabuashvili@mof.ge" <g.tabuashvili@mof.ge>, "nelykorkotadze@gmail.com" <nelykorkotadze@gmail.com>, mako zavrashvili <m.zavrashvili@gmail.com>
Cc: Kakha Kakhishvili <kkakhishvili@geo.gov.ge>, Aleksandre Darakhvelidze <adarakhvelidze@geo.gov.ge>
Subject: ინფორმაცია

გიგზავნით ტყიბულისა და თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის ელგუჯა გოცირიძის მიერ მოწოდებულ ტყიბულის მეშახტეთა საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებულ მოთხოვნებს:

 

ჩვენი მოსაზრებით არსებული მოთხოვნების 1 და მე-3  პუნქტები ეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.

 

მე-5 პუნქტი - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

 

მე-6 და მე -7 პუნქტები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ფინანსთა სამინისტროებს.

 

მე-8 და მე - 11 პუნქტები - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.

 

მე-10 პუნქტი - საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს.

 

თუ თქვენი მოსაზრებით აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სხვა უწყებების კომპეტენცია გთხოვთ გვაცნობოთ.

 

 

აგრეთვე აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით გთხოვთ დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ თქვენი წინადადებები და მოსაზრებები.

 

 

 

პატივისცემით,

ნათია ღლონტი