From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Irma Aladashvili <ialadashvili@moh.gov.ge>
Subject : Fwd: ბექა ნაცვლიშვილს
Received On : 12.02.2020 17:07



Sent from my iPhone

Begin forwarded message:

From: Natia Khmaladze
Date: February 12, 2020 at 13:17:35 GMT+4
To: Tamar Barkalaia
Cc: Shorena Okropiridze
Subject: ბექა ნაცვლიშვილს



თამუნა, აბა ნახე, რასაც ჩათვლი საჭიროდ ჩაასწორე, და ისე კონტექსტი კანონის ესაა.





საქართველოს პარლამენტის წევრს

ბატონ ბექა ნაცვლიშვილს

 

ბატონო ბექა,

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო თქვენი მიმდინარე წლის 31 იანვრის N1172/3-80/20 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის საკითხებს, გაცნობებთ შემდეგს:

როგორც მოგეხსენებათ, „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებების თანახმად (11/12/2019; სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.019688) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციები 2020 წლის 1 თებერვლიდან გადაეცა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.

იმავე კანონით დადგენილი დანაწესით, განისაზღვრა რეორგანიზაციის პროცესთან დაკავშირებული მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის ზემოხსენებული კანონის მე-2 მუხლის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტების თანახმად:

ა) სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიენიჭა დისკრეცია, რომ საჭიროების შემთხვევაში,  უზრუნველყო ამ კანონის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − სოციალური მომსახურების სააგენტოში  შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა და შტატგარეშე მომუშავეთა უკონკურსოდ გადაყვანა შესაბამის თანამდებობებზე.

ბ) სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთან და სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ფორმირებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი (მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ფუნქციის შესრულებასთან დაკავშირებული) შესაბამისი ღონისძიებების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით, არ გავრცელდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული და საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სამინისტროს პროგრამულ კოდებზე განსაზღვრულ მომუშავეთა რიცხოვნობაზე დაწესებული შეზღუდვები იმ პირობით, რომ არ დაირღვევა სამინისტროსათვის განსაზღვრული მომუშავეთა რიცხოვნობის მთლიანი პარამეტრი.

გ) ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში შეექმნა შესაბამისი კომისია, სააგენტოებს შორის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრის, განკარგვისა და გადაცემის მიზნით. იმავდორულად, აღნიშნული კომისიის სხვა უფლებამოსილებების განსაზღვრა დაევალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს.  

დ) სამინისტროს დაევალა ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით სათანადო კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სხვა სამართლებრივ აქტებთან ერთად, მიღებულ იქნა:

ა) მინისტრის  2020 წლის 29 იანვრის N01-14/ნ ბრძანება - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის №01-14/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც,  სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩამოერთვა მეურვეობა-მზრუნველობასთან დაკავშირებული უფლებამოსილებები.

ბ) საქართველოს მთავრობის 2020 წლის 29 იანვრის N58 დადგენილებით დამტკიცდა სსიპ - საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ახალი  დებულება.

გ) დამტკიცდა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს“ და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ახალი საშტატო ნუსხები;

გ) განხორციელდა მთელი რიგი ცვლილებები სამართლებრივ აქტებში, მათ შორის სოციალური გასაცემბლების ადმინისტრირების თვალსაზრისით, სადაც გაიმიჯდა ამა თუ იმ გასაცემლის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები.

დ) გამოცემულ იქნა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის N01-437 ბრძანება, რომლითაც სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესში გასატარებელ ღონისძიებათა კოორდინაციის მიზნით შექმნილ კომისიას, დაევალა „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ (11/12/2019; სარეგისტრაციო კოდი 040200140.05.001.019688) საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება. აქვე, საყურადღებოა, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქციის შეუფერხებელი განხორციელების მნიშვნელობის გათვალისწინებით, პირველად ამოცანას წარმოადგენდა იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი ადამიანურ რესურსის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფდა ახალი სსიპ-ის მიერ ახალი ფუნქციის შესასრულებლად გადაუდებელი საჭიროების დაკმაყოფილებას. ამდენად, კომისიის ფორმატი, კოლეგიალოგის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით, გამოყენებულ იქნა როგორც ინსტუმენტი, შესაბამის სოციალურ მუშაკებზე რეკომენდაციების გასაწევად (ისევე როგორვ სხვა სსიპ-ებთან მიმართებაშიც).

 

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გვინდა ავღნიშნოს, რომ განხორციელებული ღონისძიებები ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას, რაც მიმდინარეობდა არა მხოლოდ ზემოხსენებულ არამედ, რამოდენიმე სსიპ-ში ერთდროულად. რაც შეეხება უშუალოდ, სოციალურ სამუშაოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს, გვინდა გარწმუნოთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტს და ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს უკვე ახალი ადმინისტრაციული ორგანოს ფარგლებში, სოციალურ სამუშაოს ადექვატური და ხარიხიანი მიწოდების უზრუნველსაყოფად ქმედით ღონისძიებებს, მათ შორის უახლოეს პერიოდში დაიწყება კადრების საჯარო, თანაბარი და ხელმისაწვდომი პრინციპების დაცვით შერჩევის/დაკომპლექტების პროცესი. ვიმედოვნებთ, რომ საერთო ძალისხმევით, დაწყებული პროცესები მხოლოდ წაადგება ქვეყნის მიზნების მიღწევას და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესებას.

 

 

 

 

პატივისცემით,

 

 

 

 

           

 




Sincerely,

Natia Khmaladze

Ministry of Internally Displaced Persons, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Head of the Legal department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119
Tel: 577 288800
E_mail:natkhmaladze@moh.gov.ge