| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Sopo Belkania </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b113c90d15124ba1ab9af94c29312b51-Sofio B> |
| Subject : | FW: visa free |
| Received On : | 19.03.2019 06:07 |
| Attachments : |
From: Vakhtang Makharoblishvili [mailto:v.makharoblishvili@mfa.gov.ge]
Sent: Monday, March 18, 2019 8:34 PM
To: tkhulordava@parliament.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; Tamar Barkalaia
Subject: visa free
მეგობრებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ელიან დამატებით ზომებს/ღონისძიებებს მზარდი დინამიკის შესაჩერებლად. წევრი-ქვეყნები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ 1 მარტს გამართულ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს საინფორმაციო დოკუმენტის (non-paper) მომზადებას, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული საქართველოს მიერ დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებები, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად. Non-paper მიეწოდება ევროკავშირს და წევრ-სახელმწიფოებს (როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი დოკუმენტი შარშან დარიგდა წევრ-სახელმწიფოებში, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართული მხარის ძალისხმევა).
Non-paper-ის მომზადების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმაცია (შესაძლებლობის შემთხვევაში ინგლისურ ენაზე) იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს თქვენი უწყება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ. აქვე გიგზავნით 1 მარტს გამართული სხდომის ოქმის პროექტიდან ამონარიდს, რომელიც ეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს (ოქმი ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის).
საუკეთსო სურვილებით,
ვატო.