From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Nino Odisharia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d98240f1aeef4f74a419691ac3ca73c8-Nino Od>; Elza Jgerenaia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d3085d273ee841e88ba3026ab58665f0-Elza Jg>
Subject : FW: OGP ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა
Received On : 12.03.2018 06:41
Attachments :

 

 

From: Sopo Belkania [mailto:sbelkania@moh.gov.ge]
Sent: Friday, March 09, 2018 10:35 AM
To: Tamar Barkalaia
Subject: FW: OGP
ახალი სამოქმედო გეგმა - ჯანდაცვა

 

მოგესალმებით,

 

 

გაცნობებთ, რომ  იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით საქართველოს მთავრობამ დაიწყო ღია მმართველობა საქართველოს მეოთხე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. 2018 წლის 17-19 ივლისს თბილისში იმართება ღია მმართველობის პარტნიორობის (Open Government Partnership - OGP) მეხუთე გლობალური სამიტი, რომელსაც საქართველო, როგორც OGP-ის თავმჯდომარე ქვეყანა, მასპინძლობს. სწორედ ამ ღონისძიებაზე იგეგმება ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენა.

 

როგორც წესი, ახალი გეგმის შემუშავების დასაწყისში ფორუმის წევრ სამოქალაქო საზოგადოებას შესაძლებლობა ეძლევათ მიმართონ იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციებით. 3 ასეთი რეკომენდაცია, რომელიცფონდი ღია საზოგადოება - საქართველოსგანმიიღეს ქვევით არის მოცემული, პასუხისმგებელ უწყებად მოიაზრებენ  ჯანდაცვის სამინისტროს. გთხოვთ, იხილეთ თანდართული დოკუმენტი:

-         რეკომენდაცია 1 - გვ. 11-18 -  MoH, როგორც წამყვანი პასუხისმგებელი უწყება

-         რეკომენდაცია 2 - გვ. 19-24 – MoH, როგორც წამყვანი პასუხისმგებელი უწყება

-         რეკომენდაცია 3 - გვ. 25-28 -  MoH, როგორც წამყვანი უწყების დამხმარე/ჩართული უწყება).

 

მომავალი კვირის დასაწყისისთვის უნდა გავუგზავნოთ სამინისტროს  პოზიცია თუ რამდენად შესაძლებელია ეს ვალდებულება აიღოს ჯანდაცვის სამინისტრომ OGP-ის მომდევნო გეგმის ფარგლებში.

 

ასევე, უნდა მივწეროთ  „ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს“  წარმომადგენლებთან შეხვედრით და ამ რეკომენდაციების დეტალური განხილვით დაინტერესებულები ვართ თუ არა.

 

თქვენი გადაწყვეტილების შესაბამისად მივაწვდით ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეს.

 

 

საუკეთესო სურვილებით,

 

სოფო ბელქანია

 

ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 223232