| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Sopo Belkania </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b113c90d15124ba1ab9af94c29312b51-Sofio B> |
| Subject : | FW: პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმა |
| Received On : | 17.07.2018 16:13 |
| Attachments : |
FYI
From: Ana Kvernadze [mailto:akvernadze@gov.ge]
Sent: Tuesday, July 17, 2018 7:17 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Nino Odisharia; Giorgi Bobghiashvili
Subject: პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმა
ქალბატონო თამარ,
როგორც 10 ივლისს, სამშაბათს, UNICEF-სა და UNDP-სთან ერთად თქვენთან გამართულ შეხვედრაზე იქნა განხილული (ჩვენი თანამშრომელი გიორგი ბობღიაშვილი ესწრებოდა ადმინისტრაციის მხრიდან) გაინტერესებდათ დამატებითი ინფორმაცია პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) ფარგლებში მიმდინარეობს.
გიგზავნით ვიზუალიზაციას რეფორმის პროცესთან (რაც ამ ეტაპზე მიმდინარეობს) დაკავშირებით და ასევე დოკუმენტაციას. კერძოდ:
1. პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია (2015-2017 წლების - წლის ბოლოსთვის განიხილება მისი განახლება)
2. არსებულ სახელმძღვანელოებს ამ მიმართულებით - პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელო და მონიტორინგისა და შეფასების სახელმძღვანელო. როგორც იცით ეს სახელმძღვანელოები გაერთიანდება და მოვამზადეთ პრინციპების დოკუმენტი, რომელზეც უნდა შევთანხმდეთ ჩვენ, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება განახლებული სახელმძღვანელო. აღნიშნული წ დოკუმენტი გაუმჯობესდება - ამისთვის სახელმძღვანელოს პროექტს აუცილებლად გადმოვაგზავნით სამინისტროში საკონტაქტო პირებთან და ასევე თქვენთანაც.
3. პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული სისტემის კონცეფცია - ზოგადი დონის დოკუმენტი თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ელექტრონული სისტემა.
ეს ყველა დოკუმენტაცია თქვენს თანამშრომლებთან უკვე გვაქვს გაგზავნილი განსახილველად და უკუკავშირის მოსაწოდებლად. დაგეგმილია ასევე სამუშაო შეხვედრები (24 და 26-27 ივლისს, ხოლო მონიტორინგის სისტემის კონცეფციაზე შეხვედრა სამინისტროებთან უკვე შედგა 16 ივლისს - თქვენი სამინისტროს 2 წარმომადგენელი ესწრებოდა აღნიშნულ შეხვედრას) მათ დეტალურად გასავლელად ტექნიკურ დონეზე. ასეთი პროცესის მთავარი მიზანი არის ის რომ დოკუმენტები და სისტემა მაქსიმალურად ითვალისწინებდეს იმ საჭიროებებს და მოთხოვნებს რაც სამინისტროებს აქვთ ამ მიმართულებით და რომ საბოლოო პროდუქტებზე ყველას თანაბრად ჰქონდეს მფლობელობის განცდა.
დამატებით, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მზად ვარ მოგაწოდოთ უფრო დეტალური ინფორმაცია.
პატივისცემით,
ანა
Anna Kvernadze M: (+995 568) 017117 |