| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Natia Khmaladze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d281c9de634b4ce3b290d874066d4d9d-Natia K> |
| Subject : | FW: ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-17 მუხლი |
| Received On : | 14.12.2018 14:46 |
| Attachments : |
From: Natia Mikeladze [mailto:nmikeladze@gov.ge]
Sent: Friday, December 14, 2018 5:14 PM
To: giorgi.kakauridze@mof.ge; Lasha Khutsishvili; Mzia Giorgobiani; nmezvrishvili@mia.gov.ge; bdotchviri@mia.gov.ge; Mikheil Sarjveladze; atevzadze@mes.gov.ge; Tamar Barkalaia; kh.totladze@mfa.gov.ge; ngelashvili@mod.gov.ge; Zaza Bokhua; nenukidze@moesd.gov.ge; dlominashvili@mes.gov.ge; garveladze@moesd.gov.ge; iabuladze@mes.gov.ge; nino.tandilashvili@moa.gov.ge; l.gigauri@smr.gov.ge; nzedginidze@mes.gov.ge
Cc: Nino Turmanidze; Otar Bezhanidze; Ana Tsaguria; Davit Korakhashvili; Aleksandre Darakhvelidze; s.birkadze@tbilisi.gov.ge
Subject: ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მე-17 მუხლი
Importance: High
მოგესალმებით, გთხოვთ, საკანონმდებლო აქტებზე მუშაობის პროცესში გაითვალისწინოთ ცვლილებები, რომლებიც განხორციელდა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლში (ნორმატიული აქტის პროექტის თანდართული დოკუმენტები), რომლითაც მნიშვნელოვნად იცვლება, როგორც განმარტებითი ბარათის შინაარსი, ასევე თანდართული დოკუმენტების ჩამონათვალი. შესაბამისად, სანამ თქვენი უწყების მხრიდან, კანონპროექტი აიტვირთება ელექტრონული მთავრობის პროგრამაში, დარწმუნდით, რომ საკანონმდებლო აქტის განმარტებითი ბარათი სრულ შესაბამისობაშია „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლთან, რომელიც ძალაში შედის 16 დეკემბრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონპროექტი საქართველოს მთავრობის სხდომაზე არ გავა.
აქვე, გიგზავნით შედარების ცხრილს, სადაც კარგად ჩანს, თუ რა ცვლილებებზეა საუბარი.
P.S. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კანონპროექტები, რომლებიც უკვე ატვირთული გაქვთ ან წარმოდგენილი გაქვთ მთავრობის ადმინისტრაციაში, ასევე საჭიროებს გადახედვას განმარტებითი ბარათების კუთხით და თუ ისევ იგეგმება მათი ინიცირება საქართველოს პარლამენტში, მაშინ დროულად დაავალეთ შესაბამის სამსახურებს, რომ ზემოაღნიშნული კანონის მე-17 მუხლთან შესაბამისობაში მოიყვანონ და ისე წარმოგვიდგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსვლელობას ვერ მივცემთ.
და კიდევ ერთი თხოვნა, გთხოვთ, დაავალოთ თქვენს თანამშრომლებს, რომ მაქსიმალურად ითანამშრომლონ საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისთან (ხელმძღვანელი - თათა ხეთაგური - 591 900863), რომელიც პასუხისმგებელია განმარტებითი ბარათების ფინანსურ ნაწილზე და რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნებს პარლამენტის ბიუროს სხდომისთვის მთავრობიდან შესული კანონპროექტების რეგისტრაციის დროს და რომლის უარყოფითი დასკვნა შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ბიურომ მთავრობიდან დაინიცირებული კანონპროექტი უკან მოუბრუნოს მთავრობას.
მადლობა ყურადღებისთვის და იმედი მაქვს, მომავალში ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო კოორდინირებული და ნაყოფიერი იქნება J
ნათია
პატივისცემით,
ნათია მიქელაძე
საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი
ინგოროყვას ქ. 7, თბილისი 0114
(+995) 322 990900 (2105)