| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Tea Gvaramadze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=3ef53c907e8448efb640e206f5edffed-Tea Gva> |
| Subject : | FW: მოწვევა 6 მარტის შეხვედრაზე - არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების შესახებ |
| Received On : | 05.03.2020 08:13 |
From: Eka Dgebuadze [mailto:edgebuadze@mes.gov.ge]
Sent: Wednesday, March 04, 2020 10:45 AM
To: Tamar Barkalaia; Mikheil Sarjveladze; tkhocholava@prevention.gov.ge; geladzegeka@gmail.com; ggeladze@mandaturi.gov.ge; ნინო შატბერაშვილი; Ekaterine Lezhava; Meri Maghlapheridze; ntsatsiashvili@mia.gov.ge
Cc: Nana Naskidashvili
Subject: მოწვევა 6 მარტის შეხვედრაზე - არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების შესახებ
მოგესალმებით,
როგორც თქვენთვის ცნობილია, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 73-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N681 დადგენილებით დამტკიცდა "არასრულწლოვანთა რეფერირების წესი". აღნიშნულის წესის მე-2 მუხლის "ნ" ქვექპუნქტის საფუძველზე არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულება არის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულება", ხოლო ამავე წესის მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე, ამავე წესის მე-2 მუხლის „ნ“ პუნქტით გათვალისწინებული არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების ფუნქციებს ასრულებს სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა (სკოლა-პანსიონი).
მოცემული მომენტისთვის სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლაში ირიცხება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 487 მუხლის საფუძველზე რეფერირებული 9 არასრულწლოვანი. აქვე გაცნობებთ, რომ 2018 და 2019 წლებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მომართვის საფუძველზე გადამისამართდნენ ფსიქოტროპული მკურნალობის ქვეშ მყოფი მოსწავლეები. რამოდენიმე მათგანი გადამისამართებამდე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. არასრუწლოვნები ქალაქ სამტრედიის ფსიქიატრიული კაბინეტის ზედამხედველობის ქვეშ დღესაც აგრძელებენ ფსიქოტროპულ მკურნალობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, ასევე სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდი მონიტორინგს უწევენ სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ყველა სკოლა-პამსიონში მიმდინარე სააღმზრდელო პროცესს, მათ შორის სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლაშიც.
2019 წლის დეკემბერში განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ:
აღნიშნულის განხორციელება გარკვეულ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. იმ პირობებში, როცა დაგეგმილია სკოლის რეორგანიზაცია, დღის წესრიგში დგება სკოლის პერსონალის გადამზადებაზე გაწეული დანახარჯების მიზნობრიობა. შესაბამისად, განათლების, მეცნიერების და კულტურის სამინისტროსთვის აუცილებელია ფლობდეს ინფორმაციას 2020 წლის 1 სექტემბრამდე ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულების შექმნის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N681 დადგენილებით დამტკიცებულ "არასრულწლოვანთა რეფერირების წესის" მე-15 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით სსიპ – ქალაქ სამტრედიის №15 საჯარო სკოლა მხოლოდ 2020 წლის 1 სექტემბრამდე ასრულებს რეფერირების დაწესებულების ფუნქციას. იმ შემთხვევაში თუ ნახევრად დახურული სააღმზრდელო დაწესებულების შექმნა 2020 წლის 1 სექტემბრამდე ვერ ესწრება, დაუყოვნებლივ საჭირო იქნება შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
აღნიშნული საკითხის განხილვის და სისტემებში საჭირო დამატებითი სერვისების უზრუნველყოფის მიზნით გიწვევთ სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (უზნაძის 52, შეხვედრების ოთახი N218) 06 მარტს, 16:00 საათზე. შეხვედრას წარვუძღვები პირადად.
ვინაიდან აღნიშნულ შეხვედრაზე გაიმართება მსჯელობა ისეთ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას საჭიროებს, მიზანშეწონილია დაესწროს მაღალი თანამდებობის პირი.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ შეხვედრაზე დასწრების შესაძლებლობა.
პატივისცემით,