| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Beka Peradze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=01ea443dcce14da189df618b503a19aa-Beka Pe>; Marine Baidauri </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d4eb81559a6747338929ab76fb710c4f-Marine> |
| Subject : | FW: მეწარმე სუბიექტები |
| Received On : | 26.03.2020 08:20 |
| Attachments : |
მეგობრებო კარგი კომენდატებია. თუმცა რამოდენიმე მგონი არ არის ამ ეტაპზე რეალისტური. ნახეთ ჩემი კომენტარები.
ზოგადი შემიშვნა:
· სათაურში უნდა ჩანდეს, რომ კარანტინის პირობებში გასათვალისწინებელი რეკომენდაციებია.
· რამდენიმე რეკომენდაცია მეორდება ყველგან და ამ შემთხვევაში ის ფორმულირება რაც მრეწველობის რეკომენდაციებში ყველაზე გამართულია.
მადლობა,
თამუნა
From: lika janashvili [mailto:likajanashvili@gmail.com]
Sent: Thursday, March 26, 2020 11:15 AM
To: Beka Peradze
Cc: Tamar Barkalaia; Ekaterine Adamia; Marine Baidauri; tinatin gabrichidze; Gela Arabidze; Eka Peradze
Subject: მეწარმე სუბიექტები
მოგესალმებით ბატონო ბექა,
გამომდინარე დღევანდელი სიტუაციიდან, ჩვენი ასოციაციის პატარა ჯგუფმა შემჭიდროვებულ ვადებში განიხილა თქვენს მიერ მოწოდებული დოკუმენტები. განხილვაში ვმონაწილეობდით მე, თინათინ გაბრიჭიძე, გელა არაბიძე და ეკატერინე ფერაძე.
ბატონმა გელა არაბიძემ, მოგწერათ თავისი აზრი, რომ საჭიროა სამოქმედო პროცედურები, ანუ პასუხი კითხვაზე როგორ?
ჩვენ მცირედი შესწორება შევიტანეთ ერთ დოკუმენტში ( წითლად არის) დანარჩენი თითქმის იდენტურია და თუ მისაღებია, ადვილად გადაიტანთ. დავამატეთ რამდენიმე დოკუმენტი მცირედი განსხვავებებით.
საკარანტინო ზონაში შეგვიძლია გამოვიყენოთ მოსახლეობის გადაადგილებისას იდს-ის გამოყენება, ჯერადობის ( მხოლოდ ერთხელ დღეში) და არეალის ( მხოლოდ მის უბანში) შეზღუდვა. მომარაგებისას უნდა გავითვალისწინოთ რომ ყუთებზე, მინაზე, ხეზე,პლასტმასზე ვირუსი სიცოცხლის უნარიანია 5 დღის განმავლობაში.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია სავაჭრო ობიექტებში დაინერგოს ერთი მომხმარებლის მომსახურების წესი ( გიგზავნით), რაც ხელს შეუწყობს ინფექციის გადაცემის ჯაჭვის გაწყვეტას. ასევე, ამავე მიზეზით აუცილებელია ქაღალდის კუპიურებთან და მეტალის მონეტებთან შეხებისას ხელის დაცვა და დამუშავება. თანხასთან შეხების პრობლემაა აფთიაქშიც, მოგესხენებათ ხელთათმანს არ იხდიან მინიმუმ ნახევარი დღის განმავლობაში, რადგანაც ქვეყანაში იდს-ის დეფიციტი გვაქვს. ამ სფეროშიც დღეში რამოდენიმეჯერ უნდა დამუშავდეს ხშირად შეხებადი ზედაპირები.
დამტკიცებული დოკუმენტები იგივე დარჩება დაამატეთ თანხასთან ურთიერთობისას ხელის დაცვა და დაბანა, ხშირად შეხებადი ზედაპირების დამუშავება.სიტყვა სქრინინგი უმჯობესი იქნება თუ სკრინინგით შეიცვლება.
კოთხვების შემთხვევაში დამიკავშირდით.
გისურვებთ წარმატებას!
იმედი მაქვს ჩვენ ერთად დავამარცხებთ ჩვენს უხილავ მტერს!
--
პატივისცემით
ლიკა ჯანაშვილი
საქართველოს ეპიდემიოლოგთა
და ინფექციის კონტროლის
სპეციალისტთა ასოციაციის
პრეზიდენტი
მობ: (+995) 577 90 14 11