From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : David Sergeenko </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=b13fbcb8c30b4bd09e3ee05bf7a15608-David S>
Subject : FW: კანცელარიას - ტყიბული
Received On : 24.07.2018 15:30
Attachments :

ბ-ნო დავით, ინფორმაციისთვის გიგზავნით მოკლე აღწერას სართაშორისო ექსპეტების მოძიების პროცესისა. საუკეთესო სურვილებით, თამუნა -----Original Message----- From: Beka Peradze Sent: Tuesday, July 24, 2018 5:28 PM To: Tamar Barkalaia Cc: tbarkalaia@gmail.com; gchkadua@moh.gov.ge; Irakli Arabidze Subject: კანცელარიას - ტყიბული ქალბატონო თამარ, როგორც მოგეხსენაბათ, 2018 წლის 5 აპრილს, უბედური შემთხვევის შედეგად ქ. ტყიბულში არსებულ შახტში დაიღუპა 6 მეშახტე. ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის რიგგარეშე სხდომა ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ, სადაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ ტყიბულის შახტებში განხორციელდება შრომის უსაფრთხოების პირობების აუდიტი და ამ პროცესში ჩაერთვებიან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები. შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტის მეშვეობით შეფასდება ადგილზე არსებული რისკები და გაიწერება სამოქმედო გეგმა. სამინისტროს მიერ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე (დანართი N1), შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ პროცესში ჩასართავად და ტყიბულის შახტებში უსაფრთხოების პირობების აუდიტის განსახორციელებლად, რეკომენდაცია გაუწია 4 საერთაშორისო ორგანიზაციას (დანართი N2). შახტების სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან კოორდინირებით შეიმუშავა ე.წ. „ტექნიკური დავალება“, სადაც აღწერილია კომპანიის მიერ განსახორციელებელი ინსპექტირების თემატიკა, და კომპანიის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (დანართი N3), რომლის შემდგომაც შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დაუკავშირდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ კომპანიებს (დანართები N4 - SRK Consulting; N5 – TUV-SUD; N6 – INSEMEX; N7 – Swedish Work Environment Authority). აღნიშნული კომპანიებიდან, დეპარტამენტს გამოეხმაურა მხოლოდ კომპანია „INSEMEX” და აღნიშნა, რომ ინსპექტირებისთვის დეტალური ხარჯთაღრიცხვისა და საჭირო დროის განსაზღვრა მოხერხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განახორციელებდნენ ობიექტის პირველად დათვალიერებას და შეფასებას (დანართი N5). ვინაიდან აღნიშნული სხვა კომპანიები არ გამოეხმაურნენ დეპარტამენტის წერილს, დეპარტამენტმა თხოვნით მიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას გაეწია ფასილტიაცია აღნიშნულ კომპანიებთან ეფექტური კომუნიკაციების დამყარებაში (დანართი N8), რის შემდეგაც დეპარტამენტს დაუკავშირდა SRK Consulting (დანართი 4), ხოლო თავის მხრივ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ვერ დაუკავშირდა კოპანიებს TUV- SUD და Swedish Work Environment Authority (დანართი 8). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცესის პარალელურად, ტყიბულის შატხებში ინსპექტირების განხორციელების სურვილი გამოთქვა კიდევ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ „DMT GmbH & Co. KG“ და დეპარტამენტს შესთავაზა ინსპექტირების განხორციელება 60.000 ევროდ და პროცესისა და დასკვნის ანგარიშის შედგენის დასრულება 3 კვირიდან - 4 კვირამდე პერიოდში (დანართი 9). დეპარტამენტმა კომპანია „DMT GmbH & Co. KG“-ს შესახებ მოსაზრებების წარმოდგენა სთხოვა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას (დანართი N8), რომელმაც მოიკვლია კომპანიის შესახებ ინფორმაცია და საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ კომპანია აფილირებულია “TUV NORD”-თან (გერმანიის ტექნიკური ინსპექტირების ასოციაცია), რომელის სარგებლობს დადებითი რეპუტაციით. აგრეთვე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მოსაზრებით, კომპანია „DMT GmbH & Co. KG“-ს წარსულში ექნებოდა ურთიერთობა ტყიბულის შახტები მმართველ „GIG ჯგუფთან“ და შემოგვთავაზა ინფორმაციის გამოთხოვა „DMT“ დან ან „GIG ჯგუფიდან“ (დანართი N8). პატივისცემით, ბექა ფერაძე