| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Nino Odisharia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d98240f1aeef4f74a419691ac3ca73c8-Nino Od> |
| Subject : | FW: ექსპერტის დაფინანსება |
| Received On : | 10.09.2018 07:49 |
| Attachments : |
FYI
From: Sopo Belkania
Sent: Friday, September 07, 2018 3:52 PM
To: Tamar Barkalaia
Subject: FW: ექსპერტის დაფინანსება
თამუნა,
ბატონი დავითის თხოვნით გიგზავნი აღნიშნულ წერილს. გთხოვ მომწერო შენი მოსაზრება.
საუკეთესო სურვილებით,
სოფო ბელქანია
ადამიანური რესურსების მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 223232
From: Davit Pheikrishvili [mailto:d.pheikrishvili@mra.gov.ge]
Sent: Wednesday, September 5, 2018 4:07 PM
To: Sopo Belkania
Subject: ექსპერტის დაფინანსება
მოგესალმებით ქალბატონო სოფიკო,
თქვენმა კოლეგამ, ქალბატონ მაია ნიკოლეიშვილმა გადმომამისამართა თქვენთან, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (შემდგომში - „გლუკი“) მიერ სამინისტროსთვის ექსპერტის მომსახურების დაფინანსების საკითხის გასარკვევად. როგორც მინისტრის მოადგილემ ბატონ გრიგოლ გიორგაძემ მითხრა, 15 აგვისტოს მინისტრი ბატონი დავით სერგეენკო შეხვდა გლუკის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს და შეხვედრის დროს გლუკის ხელმძღვანელი დაპირდა არსებული მიზნობრივი სოციალური დახმარების სისტემის ცვლილების მიზნით (რათა შემცირდეს ბენეფიციარების დემოტივაცია), ექსპერტის აყვანაში დახმარებოდა სამინისტროს. მას შემდეგ ბატონი გრიგოლ გიორგაძე კიდევ შეხვდა გლუკის წარმომადგენლებს და ამჯერად ითხოვენ უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ ექსპერტის დაქირავების საკითხზე (მაგალითად, თუ არსებობს ექსპერტის ე.წ. ToR-ი). მზად არიან გამოყონ შესაბამისი ბიუჯეტიც.
რითაც შემიძლია მზად ვარ ამ პროცესს შევუწყო ხელი. გნებავთ გლუკის შესაბამისი თანამშრომლების საკონტაქტო ინფორმაციას მოგაწვდით.
მზად ვარ დამატებითი ინფორმაცია მოგაწოდოთ როგორც ელექტრონული ფოსტით, ასევე ტელეფონით.
პატივისცემით,
დავით ფეიქრიშვილი
პოლიტიკისა და ანალიტიკის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: 0177, თბილისი, მ. თამარაშვილი ქ. N15ა
მობ.: +995 599 49 76 71