From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Elza Jgerenaia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=d3085d273ee841e88ba3026ab58665f0-Elza Jg>
Subject : FW: დირექტივების თაობაზე
Received On : 16.03.2018 12:08

ელზა, როგორც მახსოვს, მინისტრის მითითებით ამ საკითხთან დაკავშირებით მოსაზრება ვთხოვეთ ეკონომიკის სამინისტროს.  ხომ არ მიგიღია მათი პასუხი?

 

 

 

From: Elza Jgerenaia
Sent: Thursday, February 22, 2018 1:15 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: tbarkalaia@gmail.com
Subject:
დირექტივების თაობაზე

 

თამუნა,

 

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი:

 

როგორც დირექტივების განხილვის შეხვედრებზე აღვნიშნეთ, მისაღებია გადაწყვეტილება 92/85/EEC დირექტივასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ორსულ, ახალნამშობიარევ და მეძუძურ მუშაკთათვის შრომის უსაფრთხო პირობებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღებას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დირექტივა მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ორსულ, ახალნამშობიარევ და მეძუძურ მუშაკთათვის მავნე და მძიმე სამუშაოების ჩამონათვლის განსაზღვრა, ასეთ სამუშაოებზე დასაქმებული ქალებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესება (სამუშაო საათების შემცირება, სხვა სამუშაოზე გადაყვანა), მათ შორის ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების დაწესება (პრობლემურია ასეთი შვებულების ანაზღაურების საკითხი, ვინ გადაიხდის) და 2 კვირიანი სავალდებულო დეკრეტული შვებულების შემოღება.

 

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ვადებში შეზღუდულები ვართ, რადგან ცვლილებების პროექტი უნდა გადაეგზავნოს სხვა უწყებებს და სოციალურ პარტნიორებს შესათანხმებლად. ხოლო წარმოდგენილი შენიშვნებისა და წინადადებების  განხილვა და პროექტში ასახვა კიდევ დამატებით დროს მოითხოვს.

 

ძალიან გვეჩქარება  გადაწყვეტილება ზემოთ აღნიშნულ პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით, რომ არ შეფერხდეს შემდგომ  პროცესი.

 

კეთილი სურვილებით,

 

ელზა