| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Elza Telia </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=f16c231e7d4d498e9a56ad73d2d36edf-Elza Te> |
| Subject : | FW: გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ვიზიტი ესპანეთში |
| Received On : | 04.04.2018 15:59 |
ელზა, ჩემს კალენდარში ჩაინიშნე ეს ვიზიტი.
მადლობა,
თამუნა
From: Sopo Japaridze [mailto:sjaparidze@gov.ge]
Sent: Thursday, March 29, 2018 7:46 PM
Subject: გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ვიზიტი ესპანეთში
ძვირფასო კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ ევროკავშირის პროექტი, რომელიც მხარს უჭერს გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მუშაობას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით გეგმავს კომისიის სამუშაო ვიზიტს ესპანეთში.
ვიზიტის მიზანია ესპანეთის გენდერული თანასწორობის ეროვნული საკოორდინაციო მექანიზმების მუშაობის ასპექტების გაცნობა, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე. ვიზიტი შედგება მიმდინარე წლის 28 მაისიდან - 1 ივნისის ჩათვლით.
როგორც უწყებათაშორისი კომისიის წევრი, თქვენი ვიზიტში ჩართულობა ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება. იმედი მაქვს, თქვენი დატვირთული სამუშაო განრიგის მიუხედავად, შეძლებთ მონაწილეობის მიღებას.
გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მონაწილეობა 5 აპრილის ჩათვლით.
იმ შემთხვევაში თუ რაიმე მიზეზის გათვალისწინებით ვერ მოახერხებთ სამუშაო ვიზიტში მონაწილეობას, თქვენის ნებართვით ვივარაუდებთ, რომ ვიზიტში მონაწილეობას მიიღებენ თითოეული უწყებიდან სამუშაო დონეზე განსაზღვრული გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირები.
პატივისცემით,
სოფო