| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | Dato Bibilashvili <ibibilashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: ბავშვთა სახლის თაობაზე |
| Received On : | 24.01.2018 11:35 |
ბ-ნო დათო, იქნებ თქვენც ჩაერთოთ და დაგვეხმაროთ ფონდი პრობლემის მოგვარებაში. დეტალებს ლაშა ჯინჯიხაძე გაგაცნობთ. თუ მანამდე არაფერი გაირკვა პარასკევს მინისტრს დაველაპარაკები.
მადლობა,
თამუნა
From: Lasha Jinjikhadze [mailto:ljinjikhadze@moh.gov.ge]
Sent: Wednesday, January 24, 2018 3:19 PM
To: Tamar Barkalaia
Subject: ბავშვთა სახლის თაობაზე
თამუნა გამარჯობათ, როგორ ხართ?
გლდანის მიწის სტატუსის შეცვლის თაობაზე მინდოდა ორიოდე სიტყვით ჩამეყენებინეთ საქმის კურსში. ხვალ 25 იანვარს საელჩოს ხალხს ვხვდებით ისევ მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით. ისინი და ჩვენც ველოდებოდით 24 იანვარს, ვინაიდან მერიიდან თავის დროზე გვითხრეს განხილვის ბოლო ვადა 24 იანვარი. თუმცა როგორც აღმოჩნდა ეხლა გვეუბნებიან 7 მარტს. რაც ამ საკითხის მინიმუმ 1 თვეზე მეტით გადაწევის წინაპირობას ქმნის. როგორც მითხრეს მერიაში კომისიების თუ საბჭოების გაუქმების გამო რიგი საკითხები დაყოვნებულია. ეხლა ვცდილობ პირადი ნაცნობობის მეშვეობით შევძლო შეხვედრის ორგანიზება მერის რომელიმე მოადგილესთან, თუ არსებობს რაიმე გზა ამ საკითხის დაძვრის. უბრალოდ პროგნოზირება რთულია. დონორებს და მათ ტენდერში გამოვლენილ კომპანიასაც ეჩქარებათ.
პატივისცემით,
ლაშა ჯინჯიხაძე
სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის“ დირექტორის მოადგილე.