| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | CCM - ბავშვთა კეთილდღეობა |
| Received On : | 15.07.2019 08:25 |
| Attachments : |
ქ-ნო ეკა მოგესალმებით,
შეთანხმებისამებრ გიგზავნით მოკლე ინფორმაციას ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშემწყობის პროექტის შესახებ, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ქვეყნის საკოორდინაციო საბჭო (CCM).
2019 წელის აპრილში დაიწყო ევროკავშირის მიერ დაფინასნებული ბავშვთა დაცვისა და კეთილდღეობის სისტემის გაძლიერების ხელშემწყობის პროექტი.
პროექტის მიზანია საქართველოში ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის შემდგომი განვითარების მხარდაჭერა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის მექანიზმის ჩამოყალიბების, მოწყვლადი ბავშვიანი ოჯახების იდენტიფიცირებისა და ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა ხარისხის გაუმჯობესების გზით. პროექტი შემუშავებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან, სახალხო დამცველის ოფისთან, საქართველოს საპატრიარქოსთან თანამშრომლობით. განმახორციელებელი არის საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision და თანაგანმახოციელებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
მთავრობის დადგენილების საფძველზე (2019 წლის 15 მარტის N560) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით (№ 01-134/ო 8 აპრილი 2019 წელი) შეიქმნა საკოორდინაციო მექანიზმი (საბჭო). საბჭოს ხელმძღვანელობს მინისტრი.
საბჭოს მიზანია ხელი შეუწყოს ბავშვთა დაცვისა და ბავშვთა კეთილდღეობის სისტემის შემდგომ განვითარებას და ჩამოაყალიბოს ერთიანი ეროვნული პლატფორმა, რომელიც გააღრმავებს ბავშვთა დაცვის და კეთილდღეობის საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების უწყებათაშორის თანამშრომლობას. საკოორდინაციო საბჭო იმუშავებს 4 კომიტეტის საშუალებით:
1) სოციალური მუშაობისა და ალტერნატიული მომსახურებების განვითარების კომიტეტი:
2) პრევენციისა და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების გაძლიერების კომიტეტი;
3) დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების კომიტეტი;
4) ბავშვზე ზრუნვის მომსახურებათა მონიტორინგის სისტემის განვითარების კომიტეტი;
საბჭოს პირევლი სხოდმა გაიმართა ა.წ. აპრილში. ამ ეტპაზე სრულდება კომიტეტების დაკომპლექტება სხვა და სხვა უწყებების, საერთაშორისო, ადგილობრივი და პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგნელებისაგან.
პროექტის ხანგრძლივობა- 3 წელი
პროექტის ბიუჯეტი-142,460 ევრო
პატივისცემით,
თამუნა
თამილა ბარკალაია
მინისტრის მოადგილე
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 281 281