| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | george.khanishvili@mepa.gov.ge |
| Subject : | შრომისა და დასაქმების სტრატეგია-სამოქმედო გეგმა |
| Received On : | 31.07.2019 11:40 |
| Attachments : |
ბ-ნო გელა სალამი,
როგორც შევთანხმდით გიგზავნი შრომისა და დასაქმების სტრატეგიის და ლოგიკური ჩარჩოს საბოლოო ვერსიას და სამოქმედო გეგმის სამუშაო ვერსიას, რომელშიც ამ ეტაპზე მხოლოდ დასაქმების სერვისები და მომზადება/გადამზადებაა გაწერილი. სამოქმედო გეგმას აკლია ლოგიკური ჩარჩოდან შემდეგი ორი ამოცანა და შესაბამისი აქტივობები 2019-2021წწ:
1.1 სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობა, მათ შორის, მაღალპროდუქტიულ სექტორებში - აქ ვფიქრობთ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტები შეიძლება ჩაიწეროს, როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში სამუშაო ადგილების შექმნის მექანიზმი.
1.2 ინოვაციებისა და მეწარმეობის ხელშეწყობა - აქაც, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა, როგორც აგრო მეწარმეობის ხელშეწყობა მგონი აუცილებლად უნდა ვახსენოთ.
გთხოვ, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში ჩაამატეთ თქვენი აქტივობები სამოქმედო გეგმაში.
დიდი მადლობა,
თამუნა
თამილა ბარკალაია
მინისტრის მოადგილე
აკ. წერეთლის გამზირი 144, თბილისი, საქართველო, 0159
მობ: +995 599 281 281