| From : | Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge |
| Subject : | ტყიბული შრომის უსაფრთხოება |
| Received On : | 25.09.2019 13:06 |
| Attachments : |
ქ-ნო ეკა სალამი,
ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ ნინი ტალახაძემ ვიცი რომ ჩაგაყენათ საქმის კურსში. გთხოვთ იხილეთ დანართში ინფორმაცია დღემდე შახტის ირგვლივ განვითარებული მოვლენების და ჩვენი ჩართულობის შესახებ (ტყიბული DMT პროცესი). პროცესი). ასევე გერმანული კომპანია DMT-ის მიერ მომზადებულ ანგარიშს მინდელის შახტში ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების შესახებ, DMT და ქართველ ექსპერტებთან ერთად შემუშავებულ რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომების შესახებ.
ეს დოკუმენტები გაგზავნილი იყო მთავრობაში ხოლო მიღება-ჩაბარება ჯერ არ განხორციელებულა, რადგან ამისათვის საჭიროა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მოწვევა და კომისიის წევრების ერთობლივი გადაწყვეტილება ანგარიშის მოწონების თაობაზე. კომისია არ ჩანიშნულა რადგან ჩამოსაყალიბებელია ხედვა სამომავლო გეგმებზე, რომელზეც მთავრობასთან ერთად მუშაობს ეკონომიკის სამინისტრო.
ასევე აღნიშნული დოკუმენტები გადავაგზავნე ნათია მეზვრიშვილთან.
პატივისცემით,
თამუნა