From : Tamar Barkalaia </O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=6F5B4218A42A4F0A85A453AB37727AE8-TAMAR B>
To : Tea Bakradze </o=ExchOrganization/ou=Exchange Administrative Group (FYDIBOHF23SPDLT)/cn=Recipients/cn=7d1a0d3e65c04cb1a8b8bc5fe37f2084-Tea Bak>
Subject : თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში
Received On : 10.07.2019 13:45
Attachments :

გიგზავნი ინფორმაციას აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შესახებ

 

,,აღმოსავლეთ პარტნიორობა" როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპულ მეზობელ ქვეყნებთან (აზერბაიჯანი,  ბელარუსი,  მოლდოვა,  საქართველო,  სომხეთი,  უკრაინა) თანამშრომლობის ფორმატი,  წარმოადგენს შვედეთისა და პოლონეთის ინიციატივას.  მისი მთავარი მიზანია ევროპული სამეზობლო პოლიტიკის (ENP)  განხორციელების ხელშეწყობა და მისი აღმოსავლეთ განზომილების გაძლიერება.

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“  ფარგლებში თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში მიმდინარეობს. ორმხრივი ფორმატი, ევროკავშირისა და კონკრეტული პარტნიორი ქვეყნის თანამშრომლობის წარმართვასა და არსებული პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებას ემსახურება. მრავალმხრივ ფორმატში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“  მონაწილე ქვეყნები,  ძირითადად,  ოთხი თემატური პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობენ (1) „დემოკრატია,  ეფექტური მმართველობა და სტაბილურობა“; (2) „ეკონომიკური ინტეგრაცია და ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება“; (3) „ენერგოუსაფრთხოება“; (4) „ხალხთა შორის კონტაქტები“ .

 

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში ტარდება ყოველწლიური მინისტერიალი, ევროკავშირის წევრი და აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით. სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურთა დონის სამიტი კი, ორ წელიწადში ერთხელ იმართება ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის დედაქალაქში.

 

ევროკომისიისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობის მიერ შემუშავებულია დოკუმენტი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ძირითადი პრიორიტეტებისა და გამიზნული შედეგების შესახებ (Eastern Partnership – 20 Deliverable for 2020, focusing on key priorities and tangible results) (იხ. დანართი), რომელიც ითვალისწინებს 2020 წლისთვის განსახორციელებელ 20 ძირითად პრიორიტეტს და შესაბამის შედეგებს.

 

მე-7 პრიორიტეტში (harmonisation  of  digital  markets) წარმოდგენილია სამინისტროს კომპეტენციაში შემავალი მიზანი ელ. ჯანდაცვის მიმართულებით:

 

 

Milestone by 2017 Summit

Implementation

Main actors

Target by 2020

Commitment  by  Partners to  adopt  eHealth-related EU acquis (if not in place).  eHealth  study  completed  - regional  recommendations and  national  roadmaps issued  for  harmonised eHealth  systems  among the  Partners,  in  line  with EU norms.

EU4Digital  Alignment  of  funding approach with IFIs  HDM Panel  Relevant  EU  Member States' programmes

Partner  Countries' relevant Ministries  eHealth network  European Commission  EU Member States  IFIs

Harmonised  legislation for  eHealth  among  the Partners  and  with  the EU.  Pilot  in  place  for  cross- border eHealth services among  Partners  and with the EU.

 

სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები:

 

·        ელექტრონული ჯანდაცვის სისტემებზე (eHealth) ინტენსიური მუშაობა დაიწყო 2013 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედების შემდეგ. დაინერგა სამედიცინო შემთხვევების რეგისტრაციის, დამუშავებისა და მონიტორინგის, დაფინანსების ელექტორნული მოდულები.

·        2014 წლებში ამოქმედდა სტაციონარული შემთხვევების, ხოლო 2016 წელს ამბულატორიული შემთხვევების ელექტრონული რეგისტრაციის მოდული.

·        2015 წელს დაინერგა ე.წ. კიბოს პოპულაციური რეგისტრი და ხოლო 2016 წელს „დაბადების“ რეგისტრი.

·        2017 წელს დაბადების და გარდაცვალების ელექტრონული რეესტრების ადმინისტრირება ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, რამაც საგრძნობლად გაზარდა მონაცემთა ხარისხი.

·        2017 წელს დაინერგა ელექტრონული რეცეპტის სისტემა. 2018 წლის თებერვლიდან მან სრულად ჩაანაცვლა ქალაღლდმატარებელი თბილისის საავადმყოფოებსა და მათში შემავალ ამბულატორიულ და პოლიკლინიკურ დაწესებულებებეში და გახდა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობა

·        2017 წელს მუშაობა დაიწყო ჯანმრთელობის ელექტრონულ ჩანაწერებზე (EHR) რაც აქტიურ რეჟიმში გაგრძელდა 2018 წელსაც. 2019 წლიდან დაიწყო სისტემის იმპლემენტაცია, კერძოდ: 2019 წლის 15 იანვრიდან ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში მონაწილეობა სავალდებულო გახდა თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებისათვის, ამავდროულად, 2019 წლის 15 იანვრიდან 15 აპრილამდე (3 თვე) აღნიშნული ხორციელდებოდა საპილოტე რეჟიმში; მიმდინარე წლის მაისიდან ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემის გამოყენება სავალდებულოა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სტაციონარული დაწესებულებისთვის ქვეყნის მასშტაბით. 2019 წლის 1 სექტემბრიდან ელექტრონული ჩანაწერების (EHR) სისტემაში ჩაერთვებიან ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებები, ხოლო 2020 წლისთვის მასში მონაწილეობა სავალდებულო გახდება ყველა სტაციონარული და ამბულატორიული დაწესებულებისთვის.

·        2018 წელს ამოქმედდა პაციენტის პორტალი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას სახელმწიფოს მიერ როგორც ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების, ისე სოციალური დახმარებებისა და პენსიების შესახებ მომხმარებლის ასაკობრივი და სოციალური სტატუსიდან გამომდინარე

·        საქართველო არის ევროპის ჯანმრთელობის ინფორმაციის ინიციატივის (EHII) წევრი, რომელიც ფუნქციონირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ და რომლის მიზანია სტრატეგიული და პოლიტიკური გადაწვეტილებების დროს გამოყენებული ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესება.

 

დანართის სახით ასევე გიგზავნით აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში 2020 წლისთვის განსახორციელებელ 20 ძირითადი პრიორიტეტის ჩამონათვალს.