| From : | Tamar Jaliashvili <tjaliashvili@uep.ge> |
| To : | tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | workshop on vulnerable customers |
| Cc : | etelia@moh.gov.ge |
| Received On : | 02.05.2019 12:45 |
ქალბატონო თამილა,
“USAID ენერგეტიკის პროგრამას” აქვს პატივი მოგიწვიოთ ერთ-ერთ
სპიკერად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მხარდაჭერით დაგეგმილ
სემინარზე „მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის გარდამავალ გეგმასთან დაკავშირებით“, რომელიც გაიმართება მიმდინარე წლის 17 მაისს, 10:30 საათზე,
ტიფლის ვერანდაში, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, გორგასლის 3.
ღონისძიება მიზნად ისახავს ფართო აუდიტორიისთვის მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიშისა და მოწყვლადი მომხმარებელების დაცვის გარდამავალი
გეგმის გაცნობას ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში.
ღონისძიება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას ხელი შეუწყოს უფლებამოსილ სტრუქტურებს, სახელმწიფო ინსტიტუციებს, დაინტერესებულ მხარეებსა და დონორ ორგანიზაციებს,
უზრუნველყონ არსებულ გამოწვევებსა და მოსალოდნელ ცვლილებებზე ინფორმაციის გაზიარება მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის თვალსაზრისით.
“USAID ენერგეტიკის პროგრამა” მხარდაჭერას უწევს საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების პროცესში, რომელიც ენერგეტიკულ გაერთიანებასთან მიერთების პროტოკოლით არის გათვალისწინებული და სავალდებულოა შესასრულებლად.
საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ ითვალისწინებს დეტალური პროგრამის შემუშავებას, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სხვა დაინტერესებული მხარეების თანამშრომლობით, მოწყვლადი მომხმარებლების დაცვის მიზნით ენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში.
ღონისძიებას ესწრებიან: ვერონიკა ლი - ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, USAID/საქართველო, ნიკოლოზ ოყრეშიძე - ენერგეტიკის სექტორის მრჩეველი, USAID/საქართველო, დანიელ
პოტაში - USAID Energy Program პროექტის ხელმძღვანელი, ასევე წარმომადგენლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან და სხვა კომპეტენტური ორგანოებიდან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ სემინარში, სპიკერის რანგში ან მოავლინოთ უფლებამოსილი წარმომადგენელი.
პატივისცემით,
თამარ ჯალიაშვილი
Tamar Jaliashvili
Senior Legal Advisor
USAID Energy Program
29,
I.Chavchavadze Ave.Tbilisi, Georgia
Mob: +(995) 599 351101
Office: +(995) 595 062505