| From : | Vakhtang Makharoblishvili <v.makharoblishvili@mfa.gov.ge> |
| To : | tkhulordava@parliament.ge; glordkipanidze@justice.gov.ge; njavakhadze@mia.gov.ge; tbarkalaia@moh.gov.ge |
| Subject : | visa free |
| Received On : | 18.03.2019 16:33 |
| Attachments : |
მეგობრებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის გამო, ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ელიან დამატებით ზომებს/ღონისძიებებს მზარდი დინამიკის
შესაჩერებლად. წევრი-ქვეყნები განსაკუთრებულ ინტერესს იჩენენ 1 მარტს გამართულ ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს საინფორმაციო დოკუმენტის
(non-paper)
მომზადებას,
რომელშიც დეტალურად იქნება ასახული საქართველოს მიერ დაგეგმილი დამატებითი ღონისძიებები, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად.
Non-paper
მიეწოდება ევროკავშირს და წევრ-სახელმწიფოებს (როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი დოკუმენტი შარშან დარიგდა წევრ-სახელმწიფოებში, რომლებმაც დადებითად შეაფასეს ქართული მხარის ძალისხმევა).
Non-paper-ის მომზადების მიზნით, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შეძლებისდაგვარად დეტალური ინფორმაცია (შესაძლებლობის
შემთხვევაში ინგლისურ ენაზე) იმ ღონისძიებების შესახებ, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს თქვენი უწყება ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის საპასუხოდ. აქვე გიგზავნით 1 მარტს გამართული სხდომის ოქმის პროექტიდან ამონარიდს, რომელიც
ეხება უვიზო მიმოსვლის საკითხს (ოქმი ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის).
საუკეთსო სურვილებით,
ვატო.