From : Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : email points for the minister
Received On : 09.07.2019 09:26

 

თამუნა შემდეგი საკითხებია, რომლებიც გასავლელია მინისტრთან: გაყვითლებული უბრალოდ იწვის.

 

1)      CCM

2)      მოხსენებითი ბარათის ნომერი 01-6771  ბავშვის შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის მსურველი პირის სავალდებულომო სამზადებელი კურსის ადმინისტრირების წესის დამტკიცების თაობაზე“ 2017 წლის29 დეკემბრის No01-75/ ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე - აქ თანხმობით უნდა დააწეროს იურისტებს.  შედის ცვლილება და პროგრამულად (ანუ სოციალური რეაბილიტაცია ბავშვზე ზრუნვის პროგრამაშიც)  შესაძლებელი იქნება ამ თანხის გათვალისწინება რომ კანონით განსაზღვრული ტრენინგები ჩატარდეს.

 

3)      ნომერი 01-6322/  24 ივნისიდან არის მინისტრთან სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

პროექტის  მიზანია ბრძანებით განსაზღვრული ნორმები შესაბამისობაში იქნას მოყვანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონთან.  კერძოდ, ბრძანების პროექტის თანახმად, „ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო“, კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობიდან განთავისუფლებული სპეციალური წოდების მქონე  პირები და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი.  

ამასთან, განისაზღვრება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში მომუშავე სპეციალური წოდების მქონე პირთა და ასევე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში მომუშავე სპეციალური წოდების მქონე პირთა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში, „მარჩენალის გარდაცვალების გამო“ კომპენსაციის გაანგარიშების პრინციპები და მიმღებ პირთა წრე. 

პროექტის მიხედვით, „ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო“, კომპენსაცია ენიშნებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოსამსახურეთა ოჯახის წევრებს, აგრეთვე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების იმ თანამშრომლების ოჯახის წევრებს, რომლებიც მონაწილეობდნენ სტიქიური უბედურების სალიკვიდაციო/სამაშველო სამუშაოებში ან გარემოს დაცვის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებაში.

დღეს უკვე დარეკა სახელმწიფო დაცვოს სპეციალური სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ორი გარდაცვლილი გვყავსო და ძაან გვეჩქარებაო კომპენსაციის დანიშვნაო.  

4)      უსახლკარობის სტრატეგია და სამუშაო გეგმა - შტატგარეშე მუშაკის (მწერლის აყვანა);

5)      სამმართველოს უფროსის უკვე ჩატარებული კონკურსით წერეთლის აყვანა;

 

 

დიდი მადლობა

 

ნუცი

 

სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159