ქალბატონო თამილა
გიგზავნით სუზანა ბურკეტის, როგორც ინტეგრირებული ექსპერტის სამუშაო აღწერილობის სპეციალურ ფორმას "agreement on results", რომელიც სჭირდება GIZ-ს.
ვაგზავნი ამ დოკუმენტის ორ ვერსიას. პირველი ვერსია მოამზადა თვითონ სუზანამ. მაგრამ ამ დოკუმენტთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა მქონდა მეც და ქალბატონ თეასაც. ამიტომ მოვამზადე დოკუმენტის საერთოდ ახალი ვერსია ("updated_agreement..".- ასე ქვია ფაილს)
დოკუმენტის მომზადებამდე კონსულტაცია გავიარე როგორც ქალბატონ თეასთან, ისე
GIZ-ის წარმომადგენელთან ირმა წერეთელთან.
მთავარი სირთულე რაც ამ დოკუმენტს აქვს, არის ის განსხვავება რაც არის სამინისტროსა და
GIZ-ს შორის 2018 წლის 5 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებსა და არსებულ რეალობას შორის.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ექსპერტის ინტეგრაცია ელზა ჯგერენაიას დეპარტამენტში, მიგრაციის პოლიტიკის სფეროში ექსპერტული მხარდაჭერისთვის. მაგრამ სუზანა ბურკერტს არ აქვს შესაბამისი კომპეტენცია. გარდა ამისა გასათვალისწინებელია IOM-ის ფაქტორიც.
ყველაზე კარგ გამოსავლად მიმაჩნია ჩავწეროთ ის საკითხები, რაშიც მართლა აქვს ცოდნა სუზანას და მართლაც გვეხმარება: სააგენტოს სერვისის ხარისხის გაუმჯობესება, პროცესების ოპტიმიზაცია და დახვეწა და ახალ ვორკნეტზე მუშაობა.
გთხოვთ გადახედოთ დოკუმენტს და გამიზიაროთ თქვენი შენიშვნები და/ან რეკომენდაციები.
დიდი მადლობა
პატივისცემით
ნინო