From : Nino Veltauri <nino.velta@gmail.com>
To : Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge>
Subject : Re:
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Received On : 26.03.2020 14:12

ქალბატონო თეა,
მადლობა მოწოდებული მასალებისთვის. 

ვეთანხმები თქვენს პოზიციას, რომ წარმოშობილი ვალდებულება წარმოდუგენლად დიდი ტვირთი იქნება დასაქმების სააგენტოსთვის. ჩანაწერი იმდენად ზოგადია, რომ არ განსაზღვრავს არც მოცულობას,არც სფეროს და არც მიმართულებებს. აქედან გამომდინარე, ახალი ფუნქციების მოცულობა და მასშტაბები განუსაზღვრელად დიდი იქნება. 
გარდა ამისა, დამატებით გაჩნდება პასუხისმგებლობა დამსაქმებელთა სანდოობისა და საზღვარგარეთ გაშვებული კანდიდატების უფლებების დაცვის კუთხით - ეს იქნება ვალდებულება რომლის შესრულების ბერკეტი სააგენტოს უბრალოდ ვერ ექნება.

პატივისცემით
ნინო ველთაური

On Thu, Mar 26, 2020 at 5:09 PM Tea Akhvlediani <takhvlediani@moh.gov.ge> wrote:

თამუნა, ნინო მოგესალმებით!

 

როგორც იცით, სოფო კილაძის მომართვის საფუძველზე ვმუშაობთ დასაქმების შესახებ კანონის პროექტზე.

მისივე თხოვნით, ა.წ. 27 თებერვალს ს. კილაძეს მიეწოდა პირველადი მოსაზრებები ცირკულარული შრომითი მიგრაციის ნაწილთან დაკავშირებით (თან ერთვის თქვენი ინფორმაციისთვის - ნინო, ნანახი გაქვთ).

მის ჯგუფში გაჩნდა მოსაზრება, წარმოდგნილი პოზიციიდან გამომდინარე ხომ არ განხორციელდეს ცვლილება შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში (რაც ასევე თან ერთვის თქვენი ინფორმაციისთვის).

ამ ინიციატივის პასუხად მოვამზადეთ ჩვენი სამინისტროს პოზიციის პროექტი, რომელიც მოიცავს ჩემს და გიორგი ბუნტურის მოსაზრებებს.

გთხოვთ თქვენც გადახედეთ, ერთი გვერდია (თანდართული დოკუმენტი სახელწოდებით „პოზიცია შრომითი მიგრაციის კანონში ცვლილებაზე“)და მითხარით თქვენი მოსაზრება, რის შემდეგაც გადავაგზავნი.

 

საუკეთესო სურვილებით,

თეა ახვლედიანი