From : Medea Kakachia <mkakachia@usaid.gov>
To : nino odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Ketevan Melikadze <kmelikadze@unicef.org>; Milena Harizanova <mharizanova@unicef.org>; Maguli Shaghashvili <mshaghashvili@unicef.org>
Subject : Re: functional assessment
Received On : 24.07.2019 10:44
Attachments :

მაპატიეთ, დამატებით გიგზავნით who das -ის შემაჯამაბელ ფორმას (საიტიდან ავიღე). ეს ფორმა აჯამებს და პროცენტებს აძლევს დომეინების მიხედვითაც, და ჯამურადაც. მე ამას ვგულისხმობდი. თუმცა ამ ფორმაში ჩვენ ვერ შევცვლით დომეინის პროცენტულ წილს, და ეს ალბათ მართალიაცაა, რადგან ეს ფორმა უკვე სტანდარტიზირებულად და  who das  -ის შესაბამისად ითვლის. 

ქეთი, კარგი იქნებოდა გვენახა ამის მიხედვით დღევანდლამდე შეფასებული მონაცემების დაჯამება. 

პატივისცემით, მედიკო კაკაჩია 

On Tue, Jul 23, 2019 at 7:05 PM Medea Kakachia <mkakachia@usaid.gov> wrote:
ძალიან დიდი მადლობა ჩვენი დღევანდელი საუბრისთვის. როგორც შეგპირდით, გიგზავნით 
- შეფასების სისტემის/მოდელის ხედვის ძალიან მოკლე მონახაზს 
- შეფასების ინსტრუმენტს მოზრდილთათვის.  დღეს კიდევ ერთხელ გადავხედე და მართლა ბევრი განმეორებაა, პირველ რიგში, და ზოგიერთი კითხვა სოციალურ კითხვარში ზედმეტ ინფორმაციას იძლევა რომლის ანალიზი ძნელია.  მოკლედ, who das 2.0-ის ქართულ ვერსიაში ჩავამატე დემოგრაფიული, საცხოვრისის, დამხმარე საშულებების და სოციალური პროგრამების კითხვები იმ მეორე კითხვარიდან.  დამატებული კითხვები გაყვითლებულია. ამ კითხვების დამატებით who das 2.0-ის თანმიმდევრობა აბსოლიტურად არ ირღვევა, და არც who das 2.0-ის სტანდატული კითხვების ნომრები. 
- ამ ერთი კითხვარის ჩატარება საკმარისია, ორივე ინფორმაციის მიღება შესაძლებელია. ცოტა დროში 10 წუთით ხანგრძლივდება, მაგრამ ორ შეფასებას ერთი ჯობია. 

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, და მზად ვარ კითხვებისთვის, ან თუ რამე გამომრჩა. 

მედიკო