From : Tiniko Bolkvadze <tiniko@osgf.ge>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Re: OSGF-Meeting Request and Invitation -Housing Policy
Cc : Vako Natsvlishvili <vako@osgf.ge>; Anano Tsintsabadze <anano@osgf.ge>; Nino Odisharia <nodisharia@moh.gov.ge>; Tea Gvaramadze <tgvaramadze@moh.gov.ge>
Received On : 24.04.2019 09:59
Attachments :

ქალბატონო თამილა,
 
დიდი მადლობა სწრაფი გამოხმაურებისთვის და შეხვედრაზე თანხმობისთვის.  USAID-ს უკვე ვესაუბრეთ და ნამდვილად დასაფასებელია, რომ სამინისტრო ჩართულობას და კოორდინირებულ პროცესს უზრუნველყოფს.
შევთანხმდი ჩემს კოლეგებთან დროზე და ჩვენთვის 3 მაისის 11:00 მისაღებია. შეხვედრაზე ვიქნებით მე,  ვახტანგ (ვაკო) ნაცვლიშვილი და ანანო ცინცაბაძე.
 
კიდევ ერთხელ მადლობა!
 
საუკეთესო სურვილებით,
თინათინ ბოლქვაძე
 

Tinatin Bolkvadze
Open Society Georgia Foundation

Participatory Democracy Program Manager
Tel: +995 32 225 04 63 (ext.230)
Mob: +995 599 155 066

Fax: +995 32 229 10 52
E-mail: tiniko@osgf.ge

 
 

From: Tamar Barkalaia
Sent: Tuesday, April 23, 2019 7:19 PM
To: Tiniko Bolkvadze
Cc: Vako Natsvlishvili ; Anano Tsintsabadze ; Nino Odisharia ; Tea Gvaramadze
Subject: RE: OSGF-Meeting Request and Invitation -Housing Policy

თინიკო მოგესალმებით,

 

მე კვირის ბოლომდე არ ვიქნები საქართველოში, თუმცა მომავალ კვირაში ვფიქრობ აუცილებელია შევხვდეთ და თანამშრომლობაზე და სამომავლო კოორდინირებულ ქმედებებზე შევთანხმდეთ.  ჩვენ სამთავრობო კომისია ჩამოვაყალიბეთ და USAID-ის მხარდაჭერა (მათ შორის საექსპერტო მხარდაჭერა) მოვიპოვეთ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენმა უწყებამ აიღო საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების ვალდებულება, პროცესში აქტიურად ჩაერთვება სხვა სმთავრობო უწყებები და კონსულტაციები გაიმართება დარგის ექსპერტებთან.   ვფიქრობ თქვენი ჩართულობა ამ პროცესში მნიშვნებლოვანია.  შეგვიძლია შეხვედრა დავგეგმოთ 3 მაისს, 11:00ზე ან 12:00ზე, თუ თქვენთვის მისაღებია.

 

საუკეთესო სურვილებით,

 

 

თამილა ბარკალაია

 

მინისტრის მოადგილე

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - მთავარი გვერდი

 

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 281 281

 

 

 

From: Tiniko Bolkvadze [mailto:tiniko@osgf.ge]
Sent: Tuesday, April 23, 2019 5:16 PM
To: Tamar Barkalaia
Cc: Vako Natsvlis
hvili; Anano Tsintsabadze
Subject: OSGF-Meeting Request and Invitation -Housing Policy

 

 

მოგესალმებით ქალბატონო თამილა,

 

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის სახელით გწერთ.

 

შესაძლოა იცით, რამდენიმე წელია, ფონდი უსახლკარობისა და საბინაო საკითხების კვლევის მიმართულებით მუშაობს. ჩვენი ფონდის ინიციატივით, ღია მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში თქვენმა უწყებამ საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების ვალდებულება აიღო.

 

2019 წლის მარტიდან თქვენს სამინისტროსთან შეხვედრის ორგანიზებასა და საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების პროცესში კოორდინაციას ვცდილობთ; თუმცა, უშედეგოდ. შესაბამისად, უშუალოდ თქვენთან კომუნიკაცია გადავწყვიტეთ.

 

ჩვენ ამჟამად ვმართავთ პროექტს, რომელიც საცხოვრისის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებას ითვალისწინებს. ჩვენი ექსპერტების მიერ შემუშავებულმა დოკუმენტებმა, ჩვენი რწმენით, დახმარება უნდა გაუწიოს გადაწყვეტილების მიმღებთ პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

 

ამასთან, ამა წლის 7 მაისს ვგეგმავთ საცხოვრისის პოლიტიკის შესახებ კონფერენციას, რომელსაც სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებები, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სფეროს მკვლევრები დაესწრებიან. გვინდა, შეხვედრა გახსნას და მოხსენება წარმოადგინოს ჯანდაცვის მინისტრმა ან მისმა მოადგილემ.

 

ჩვენთვის ცნობილია, რომ უკვე შეიქმნა საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელმშემწყობი სამთავრობო კომისია. შესაბამისად, ჩვენი დროული კომუნიკაცია, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ამ საკითხებსა და საცხოვრისის პოლიტიკის შემუშავების პროცესის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ შეხვედრას თქვენთვის მისაღებ დროს, ან მიმდინარე, ან მომდევნო კვირაში.

 

წინამდებარე წერილთან ერთად გიგზავნით მოსაწვევსა და კონფერენციის დღის წესრიგის სამუშაო ვერსიას.

 

დაველოდებით თქვენს გამოხმაურებას.

 

პატივისცემით,

 

თინიკო ბოლქვაძე

 

Tinatin Bolkvadze
Open Society Georgia Foundation  

Participatory Democracy Program Manager 
Tel: +995 32 225 04 63 (ext.230)
Mob: +995 599 155 066

Fax: +995 32 229 10 52
E-mail: tiniko@osgf.ge