მოგესალმებით
გიგზავნით პირველი ინვისს დასამუშავებელ განაცხადების განაწილების ხრილს.
განცხადებების შეფასების კრიტერიუმები, კომისიის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე, დღითი-დღე იხვეწება.
თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო ისეთ გნცხადებებზე, რომლებიც გაკეთეული რეგისტრირებული ფიზიკური პირების (ინდმეწარმე, მიკრო მეწარმე, მცირე ბიზნენსის სტატუსი მქონე და ასე შემდეგ) მიერ და ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელ დოკუმენტად ატვირთული აქვს ან
2020 წლის აპრილის თვეში დაზუსტებული დეკლარაცია ან შემოსავლების სამსახურში რეგისტრაციის მოწმობა. ყველა ეს პირი შესაძლოა აქტიური სტატუსით გამოჩნდეს შემოსავლების სამსახურის რეესტრში,
მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ყველას ეკუთვნის კომპენსაცია ავტომატურად.
თუ პირებს წარმოდგენილი აქვთ მხოლოდ რეგისტრაციის მოწმობები გაცემული 2019 წელს ან უფრო ადრე, და ეს პირები შეოსავლების სამსახურის რეესტრში იძებნება როგორც აქტიური, განცხადებები უნდა მივანიჭოთ სტატუსი დასაზუსტებელი და შემდეგ ჩვენ გავუგზავნით შეტყობინებას
რომ წარმოდგინონ ეკონომიკური საქმიანობის დამადასტურებელი დამატებითი დოკუმენტაცია.
თუ პირებს წარმოდგენილი აქვთ 2020 წლის აპრილის თვეში (პირველ მაისამდე) დაზუსტებული დეკლარაციები, მაშინ მათ ეკუთვნით კომპენსაცია და მივანიჭოთ სტატუსი "დადებითი".
მე პირადად ასევე შემხვდა ისეთი პირები, რომელთაც ატვირთული ჰქონდათ მიკრო ან მცირე მეწარმის მინიჭების სერთიფიკატი დათარიღებული 2020 წელს (მაისის ჩათვლით). ასეთ განცხადებებს მიანიჭეთ სტატუსი "განსახილველი".
ყველა შემთხვევაში, კომენტარებში ნათლად მიუთითეთ რა სახის დოკუმენტი აქვს ატვირთული განმცხადებელს. უნდა აღვნიშნო რომ კომენტარების დაწერის კუთხით გვაქვს ძალიან დიდი პროგრესი რისთვისაც გიხდით ძალიან დიდ მადლობას. სწორი და ნათელი კომენტარები მე და ნინო აგაშენაშვილს
გვეხმარება იმაში რომ ეს უზარმაზარი ცხრილები გავიაროთ თავიდან და საბოლოოდ გადავამოწმოთ გადარიცხვების გაკეთებამდე. ასეთი შემოწმება კი აუცილებელია შეცდომების მინიმუმამდე შესამცირებლად. კიდევ ერთხელ მადლობა გულისხმიერი მუშაობისთვის.
სამუშაო წესში შეცვლილია კიდევ ერთი რამ. დოკუმენტები ძირითადად ორ ჯგუფად უნდა დაიყოს: დადებითი და უარყოფითი. ის დოკუმენტები რომლებსაც 29-30-31 მაისს ანიჭებდით სტატუსს განსახილველი. მაგ. პირელ კომისიამდე არ ვიცოდით საბანკო ამონაწერი იყო თუ არა საფუძველი კომპენსაციის
მიცემისა, ამიტომ ასეთ განცხადებებს ვანიჭებდით სტატუსს "განსახილველი". კომისიამ გვითხრა შემდეგი პრივნიცპი: საბანკო ამონაწერი/საგადასახადო დავალება სადაც ჩანს 2020 წლისპირველ კვარტალში ჩარიცხვები შემოსავლებში რეგისტრირებული პირისგან (თუნდაც ერთი ჩარიცხვა), მას
მივანიჭოთ სტატუსი დადებით. ხოლო საბანკო ამონაწერი მხოლოდ საკუთარი შენატანებით ან ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისგან, მივანიჭოთ სტატუსი - უარყოფითი. ლოგიკურია რომ საბანკო ამონაწერი ნებისმიერი ჩარიხცვით 2019 და უფრ გვიან წლებში, ენიჭება უარყოფითი. მთავარია კომენტარში
ჩანდეს რა ტიპის დოკუმენტია მიბმული.
თუ შეგხვდათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც არის სრულიად ახალი შემთხვევა და არ ვიცით არავინ რა სტატუსი მივანიჭოთ, გადავიტანოთ განსახილველში. საკომისიო განხილვის შემდეგ კი ასეთ დოკუმენტებს აუცილებლად შეეცვლება სტატუსი და გახდება ან დადებითი ან უარყოფითი.
იმედია ჩემი სათქმელი ნათლად გადმოვეცი. გიგზავნით განახლებულ წესს და განცხადებების რეესტრს.
კითხვების ჩემთხვევაში მზად ყოველთვის დახმარებისთვის.
პატივისცემით
ნინო ველთაური
მოგესალმებით ძვირფასო ჯგუფის წევრებო,
გიგზავნით 29 და 30 მაისისთვის განკუთვნილ დავალებებს.
ამ განცხადებების განხილვა დასრულებული უნდა იყოს კვირსითვის, რათა მოესწორს მათი ორშაბათის კომისიაზე გატანა.
მადლობას გიხდით მონდომებისთვის და გულითადი მუშაობისთვის.
პატივისცემით
ნინო ველთაური
მოგესალმებით ჯგუფი წევრებო,
გიგავნით 28 მაისის სამუშაო გეგმას. მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო დოკუმენტების განხილვისა და მათზე სტატუსების მინიჭების პროცესთან დაკავშირებით. გთხოვთ რომ განხილვის სტატუსებთან ერთად ყურადღება მიაქციოთ თქვენს
მიერ დაწერილ კომენტარებს. ეცადეთ რომ კომენტარები იყოს ნათელი და წარმოადგენდეს განხილული დოკუმენტის მოკლე ანოტაციას. დოკუმენტების განხილვის წესში მითითებულია ჩარჩოები, რის ფარგლებშიც დოკუმენტებს ენიჭება სტატუსები: დადებით, უარყოფითი თუ განსახილველი. მაგრამ
კომენტარებში ნუ მიუთითებთ ისეთ ზოგად ჩანაწერებს როგორიცაა "იკვეთება ეკონომიკური საქმიანობა, გთხოვთ განიცილოთ", ან უთითებთ რამდენიმე დოკუმენტს ერთად. კომენტარში აღნიშნეთ სტატუსის მინიჭების მთავარი მიზეზი, რატომ დაიწუნეთ დოკუმენტი?ან რატომ თვლით რომ განსახილველია?
კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი ძირითად კრიტერიუმებს:
- დოკუმენტს აკლია თარიღი, ხელმოწერა, არ ჩანს გამცემი პირი, გასული აქვს ვადა, არ ჩანს დოკუმენტის მიმღები პირი - ცალსახად უარყოფითია, ოღონდ კომენტარში მიუთითეთ რა აკლია დოკუმენტს. მაგ: ვადაგასული დოკუმენტი, აკლია ხელმოწერა, გამცემი პირი არ არის რეგისტრირებული. საბანკო ამონაწერი პირადი ჩარიხცვებით.
პირველი კომისიის მერე კიდევ უფრო დაზსუტდება ის კრიტერიუმები, რითაც უნდა გავმიჯნოთ უარყოფითი სტატუსის დოკუმენტები. მაგრამ მნიშვნელოვანია რომ მიზეზები კარგად ჩანდეს კომენტარებში.!!!!!!
ასევე ვნახე დოკუმენტები, რომებსაც ფაილები საერთოდ არ აქვს მიბმული და არის დასრულებული. ჯერ შევამოწმოთ დოკუმენტი იტვირთება თუ არა და მხოლოდ ამის მერე მივიღოთ განაცხადი განსახილვევლად.
გთხოვთ გამიჩინოთ მეტი ყურადღება კომენტარების მიწერისას.
მადლობა!
პატივისცემით
ნინო ველთაური
მოგესალმებით ჯგუფის წევრებო,
გთხოვთ იხილოთ 16 მაისის სამუშაო გეგმა თანდართული ფაილის სახით, სადაც მოცემულია განცხადებების განაწილება ჯგუფის წევრებს შორის.
პატივისცემით
ნინო ველთაური