From : Sophie Kiladze <kiladzesopo41@gmail.com>
To : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject : Re: ცხელი ხაზის კონცეფცია
Received On : 08.04.2020 16:46


თამუნა, 

აქ კონცეფტუალურად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი პირველი პერიოდი (რამდენიმე დღე ან კვირა, რაც საჭირო იქნება საქმისთვის) ჩაერთოს განხორციელების ეტაპზე. მაგრამ, ზოგადად, ამ ცხელ ხაზთან მიმართებით, პარლამენტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია. ანუ, პარლამენტი მიყვება ქეისებს ბოლომდე, შესრულდა თუ არა და თუ რამე პრობლემა შეექმნა თქვენს უწყებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან თუ უწყებებთან მიმართებით, იქ დაგეხმარებით.  ფორმულარი გვაქვს მზად, რომელიც უნდა იქნას შევსებული ქეის-მენეჯმენტისთვის, რაც გაუზიარდება პარლამენტს და იქ დავინახავთ რა გაკეთდა და რა - არა. 

ასევე, კონცეფციაც და მეფიც უკვე გაკეთებული გვაქვს. ყველა უწყება და მუნიციპალიტეტი, სადაც რაიმე სახის სერვისი ბავშვებს ეხება, ყველაფერი გვაქვს თავმოყრილი. ასევე გვაქვს კონკრეტული საკონტაქტო პირები, მუნიციპალიტეტების ჩათვლით. გადამისამართება ვისთან სად უნდა მოხდეს და როდის, ესეც მზადაა. 

თანამშრომელთა შერჩევას მარტო პარლამენტი ვერ მოახდენს-ერთობლივად, პარლამენტი, სამინისტრო, იუნისეფი, ანუ ყველა ჩართული მხარე.

ამ ეტაპზე, ბუკლეტების და პოსტერების რესურსი ადამიანური და ფინანსური, არ მგონია გვქონდეს. ვფიქრობ, რომ ტელე- და სოციალური მედია იქნება ყველაზე ეფექტიანი და არც თანხები დაჭირდება ჩვენი მხრიდან. უნდა შევთანხმდეთ პიარულად როგორ რა გავაკეთოთ. ჯერ გვითხრას იუნისეფმა თანხმობა.

მგონია, რომ სათაური რაც უფრო მოკლე იქნება, უფრო კარგად აღიქმება- "ბავშვის ცხელი ხაზი". 

ერთი, მგონია რაც უნდა გავაკეთოთ (მე გავაკეთე კომიტეტში და ძალიან გაამართლა, ბევრი კმაყოფილი მოქალაქე გვყავს), განვსაზღვროთ რეაგირების მაქსიმუმ დრო. მაგალითად, ჩვენ გვაქვს 3 დღე შიდა დედლაინი დაწესებული, რომ მოვახდინოთ რეაგირება მოქალაქეების თხოვნებზე.

გაკოცე. იმედია პასუხი გვექნება იუნისეფიდან დროულად. 





 

 

 

საქართველოს პარლამენტი / Parliament of Georgia   

რუსთავალის გამზ. 8  / Rustaveli ave.

თბილისისაქართველო  / Tbilisi. Georgia

www.parliament.ge

 

სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 

Sophie Kiladze

Chairperson of Human Rights and Civil Integration Committee

T: +995 (322) 28 15 21




On Wed, 8 Apr 2020 at 12:45, Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> wrote:
სოფო, იქნებ სანამ
ველოდებით UNICEFის პასუხს ამ ტექსტში რა საკითხებიც არის შესაცვლელი ის შევცვალოთ. იქნებ დაგვიზუსტო რა საკითხები წარმოგვუდგენია სხვაგვარად და როგორ წარმოგიდგენია. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდეთ პროცესზე და გეგმაზე.

მადლობა,
თამუნა

On Apr 7, 2020, at 19:31, Sophie Kiladze <kiladzesopo41@gmail.com> wrote:


თამუნა, 

ამ ტექსტში არის გარკვეული საკითხები შესაცვლელი. 
თუმცა ამათ რაც სჭირდებოდათ შენგან, როგორც გითხარი არის მხოლოდ თანხები, რაში რა გჭირდებათ დონორისგან. 

ამიტომ სწრაფად რომ გავაკეთოთ, გველოდებიან, ეს ცხრილი გავუშვათ მარტო. უბრალოდ, ანაზღაურებას ვერ დავეთანხმები 700 ლარი გროსი. ასეთ თანხაზე ვერ ავიყვანთ ნორმალურ ხალხს. 400$ რაც გამოგვიყო, გავუშვათ ეს და წინასწარ დაველაპარაკებით ამ ხალხს, რომ წლის ბოლომდე იქნება. მერე რასაც შესთავაზებთ, თქვენი ნებაა.  ნათქვამი გვაქვს თან 400$ და პროექტის ფარგლებში არ უნდა იყოს თქვენთვის არც სამართლებრივად და არც ისე პრობლემა.


აბა, თქვენ იცით, გელოდებით 



 

 

 

საქართველოს პარლამენტი / Parliament of Georgia   

რუსთავალის გამზ. 8  / Rustaveli ave.

თბილისისაქართველო  / Tbilisi. Georgia

www.parliament.ge

 

სოფო კილაძე

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე 

Sophie Kiladze

Chairperson of Human Rights and Civil Integration Committee

T: +995 (322) 28 15 21




On Tue, 7 Apr 2020 at 19:19, Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge> wrote:

სოფო გადახედე, სანამ UNICEFს გავუზიარებთ.

 

თვითონ თარგმნიან. პრობლემა არ აქვთ.

 

თამილა ბარკალაია

 

მინისტრის მოადგილე

 

 

აკ. წერეთლის გამზირი 144თბილისი, საქართველო,  0159

მობ:  +995 599 281 281